15:24 - 17 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 13:19:23, 218 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება

ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია, რაც თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორია. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს თოჯინური ხელოვნების განვითარებას, ბავშვებსა და მოზარდებში კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციასა და რეგიონული თეატრების გაძლიერებას.

თოჯინების თეატრების გაერთიანება თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომისა და გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრებს მოიცავს. ბაზისბანკის მხარდაჭერით, გაერთიანება ყოველწლიურად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც თეატრალურ სფეროში ახალი სიტყვის თქმისა და შემოქმედებითი ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა.

მიმდინარე წელს გაერთიანება მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს. დაგეგმილ პრემიერებს შორის გამოსარჩევია: „თოვლის გუნდა“, რომელიც ცნობილი მულტფილმის „გოგონა და თოვლის გუნდა“ საავტორო სიუჟეტს ეფუძნება და თბილისის თოჯინების თეატრი წარმოგვიდგენს, ასევე, იგეგმება სპექტაკლის „ბატის ჭუკის“ პრემიერა ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ოტია იოსელიანის არაკების მიხედვით პრემიერას ქუთაისის თოჯინების თეატრი წარმოგვიდგენს, ხოლო ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი იწყებს მზადებას სპექტაკლისთვის „უღუ და თეთ“. აღსანიშნავია, რომ თბილისის თოჯინების თეატრში დაწყებულია მზადება სპექტაკლზე „სალამურა“. სპექტაკლის პრემიერების გარდა იგეგმება კვირეული ახლადგახსნილ გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, სადაც თოჯინების თეატრების გაერთიანების ყველა დასი მიიღებს მონაწილეობას და გურჯაანელ მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს წარუდგენს. გარდა ამისა დაგეგმილია გასტროლები საქართველოს რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციას და მაღალი ხარისხის თეატრალური დადგმების ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„კერძო სექტორისა და კულტურული ინსტიტუციების ასეთი მყარი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია თეატრალური ხელოვნების სიცოცხლისუნარიანობისთვის. ბაზისბანკის მხარდაჭერა  შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი რესურსი მივმართოთ შემოქმედებითი ხარისხის ამაღლებაზე და კიდევ უფრო მეტ პატარა მაყურებელს ვაჩუქოთ თეატრალური დღესასწაული. ეს არ არის მხოლოდ სპონსორობა, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე,“ - აღნიშნა თოჯინების თეატრების გაერთიანების დირექტორმა, ნიკა საბაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკსა და თოჯინების თეატრების გაერთიანებას შორის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა წელსაც გრძელდება. საგულისხმოა, რომ გაერთიანება ბევრ საინტერესო პროექტს სთავაზობს სხვადასხვა ასაკის მაყურებელს. ბაზისბანკს კულტურის სფეროს მხარდაჭერის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, წლევანდელი თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თოჯინების თეატრის განვითარებაში,“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის თეატრალური ხელოვნების უმსხვილესი მხარდამჭერია. ბანკი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორი. ბაზისბანკი მუდმივად მხარს უჭერს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შსს: აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 72 პირი დააკავეს, კიდევ 5-ს ბრალი წარუდგინეს
არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე მასწავლებლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გიუნტერ კრიხბაუმი: უკუსვლა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, სამწუხაროა
ჰადადი: საქართველოს EU-სკენ გზა წინ ვერ წავა, ვიდრე ქართული ოცნება რეპრესიებს აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics