|
2016-03-31 12:04:00, 486 ნახვა
პოლიტიკა
პაპიძე: რა თქმა უნდა, ქმარ-შვილის მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ
"ქმარ- შვილის მკვლელობაში, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ",- ამის შესახებ მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. საქმეს მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს. სასამართლო წარსადგენ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით, მხარეების შუამდგომლობას მოისმენს. პაპიძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარისგან სრულად გადაეცათ ყველა ის მტკიცებულება, რაც მითითებულია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში. " ექსპრესნიუსის" ჟურნალისტის ცნობით, სასამართლოში მაგდა პაპიძის დედა და და იმყოფებიან, თუმცა ისინი სხდომას არ ესწრებიან, ვინაიდან დასაკითხ მოწმეთა სიაში არიან. მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოძიების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)