|
2026-03-12 23:36:33, 3855 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული კალაძეს - ტკივილიც ჩვენ საერთო გვაქვს, ომი არაერთხელ მოსულა მეგობარ ქართულ მიწებზეც
კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საელჩო საქართველოში. საელჩო წერს, რომ შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რომლებიც ქართველებს და უკრაინელებს აერთიანებს, კერძოდ, ქართული მხარის უკრაინელებისთვის გაწეული დახმარება რუსეთის მიერ ომის დაწყების პირველივე დღიდან. ისინი მადლიერები არიან მხარდაჭერისთვის. "საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი შეხვდა პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალურ მდივანს, თბილისის მერს, კახაბერ კალაძეს. შეხვედრის დროს განიხილეს საკითხების ფართო წრე, რომლებიც აერთიანებს უკრაინელ და ქართველ ხალხებს, კერძოდ, ქართული მხარის უკრაინელებისთვის გაწეული დახმარება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან. მათ გაიხსენეს სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, მუზეუმები და სხვა საჯარო დაწესებულებები, რომლებმაც კარი გააღეს და უფასოდ გასწიეს მომსახურება. ისაუბრეს საქართველოს რიგითი მოქალაქეების ჩვეულებრივ ადამიანობაზე, რომლებმაც სითბოთი და მზრუნველობით შეიფარეს უკრაინელი ოჯახები, რომლებმაც ერთ წამს დაკარგეს ყველაფერი, რაც უყვარდათ და რასაც აფასებდნენ - სახლი, ცხოვრების წესი, მშვიდობა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების სურვილი. არის რაღაცეები, რისი დავიწყება შეუძლებელია, და არის რაღაც, რაც ყოველთვის გააერთიანებს უკრაინელ და ქართველ ხალხებს. სამწუხაროდ, ტკივილიც ჩვენ საერთო გვაქვს. ომი არაერთხელ მოსულა მეგობარ ქართულ მიწებზეც, რამაც გამოიწვია განადგურება, ნგრევა და ტერიტორიების დროებითი დაკარგვა. ეს ყველაფერი გვაერთიანებს, გვაძლევს ძალას, გვაძლევს ძალას გავაგრძელოთ ბრძოლა და დავიბრუნოთ ჩვენი - სხვისას არასდროს არ შევხებივართ. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ კ. კალაძის და ქართველი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი სახელმწიფოსთვის რთულ დროს, უკრაინელი ხალხის სულისკვეთების მხარდაჭერისთვის, როდესაც თბილისის სატელევიზიო ანძა უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა, ასობით დროშისთვის, რომლებიც დღემდე ფრიალებს საცხოვრებელი შენობების აივნებზე, საგანმანათლებლო და საბანკო დაწესებულებების ფლაგშტოკებზე. სწორედ ასეთი მხარდაჭერა ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია." - ნათქვამია განცხადებაში.
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)