13:19 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 15:24:16, 3274 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძის გამოკითხვა დასრულდა

სამ საათიანი გამოკითხვაა დასრულებულია - გივი თარგამაძემ სუს-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

პოლიტიკოსის თქმით, მდინარაძის უწყების გამომძიებლებს აინტერესებდათ, რაზე დაყრდნობით ამბობს,  თარგამაძე რომ საქართველოში მოქმედი ეგრეთწოდებული უნივერსიტეტი ქვეყნისთვის საფრთხის მომტანია.

 [გამოკითხვის]ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იყო, რომ არა. შევეცადე ამეხსნა ის, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება. 

ჩემი შეფასება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტი იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმისი, რაც ვნებს ქვეყანას. ყველაფერი[რასაც ვამბობ] მქონდა ღია წყაროებიდან და მათაც აქვთ, ამ ფაქტებს შესაბამისი მუშაობა უნდა. სამწუხაროდ, აქ ჩვენი გამოკითხვების პარალელურად, ეს პროცესები ვითარდება ძალიან საჯაროდ და შეუჩერებლად“,- განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სუს-თან შეკრებულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გივი თარგამაძის მხრიდან, ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხები გაეცა.

ნათელია, რომ თარგამაძე იმ განცხადებების ფარგლებში, რაზეც დღეს დაიკითხა, საქართველოს გულშემატკივრის, ამ ქვეყნის პატრიოტის, ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა - თქვა უფლებადამცველმა.

ყველა დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხები. ნათელია, რომ გივი იმ განცხადებების ფარგლებში, რაზეც დღეს დაიკითხა, საქართველოს გულშემატკივრის, ამ ქვეყნის პატრიოტის, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა. რაც შეეხება საფრთხეებს, რასთან დაკავშირებითაც დაკითხვის დროს უშუალოდ მიდიოდა ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება - ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის, აქ მყოფი ჟურნალისტების, ოპერატორების, გამვლელი ადამიანების, აქ მომუშავე ხალხის თუ აქ დაკითხული პირების, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველას ინტერესში შედის, რომ ჩვენს ქვეყანაში ისლამური ფუნდამენტალიზმი არ გავრცელდეს. ამასთან ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო და თავისუფალი გარე ჩარევისგან“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics