14:17 - 12 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 12:38:22, 263 ნახვა

პოლიტიკა
რა წერია საქართველოზე რეზოლუციაში, რომელსაც დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან

12 მარტს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციის კანონპროექტს, რომელშიც დაგმობილია საქართველოში "ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან" პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების "სისტემატური დევნა" და დაყენებულია მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ელენე ხოშტარია და სხვა პირები, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდის დემონსტრაციებთან დაკავშირებით "პოლიტიკური მოტივით" დააკავეს. 

რეზოლუციაზე, სათაურით "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტპატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის ქვეშ," კენჭისყრა თბილისის დროით 15:00 საათისკენ იგეგმება. 

ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D), ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR), განახლებული ევროპის (Renew), მწვანეებისა (Greens/EFA) და მემარცხენეების (Left) ევროპარლამენტარების ერთობლივი შუამდგომლობის მქონე რეზოლუციის საბოლოო ვერსიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიები, განსაკუთრებით 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ "დრაკონული კანონმდებლობა, მათ შორის, 'უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი'; კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ; შესწორებები გრანტებზე კანონში, პოლიტიკური შეკრებისა და სისხლის სამართლის კოდექსში, ასახავს მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას, რათა მოხდეს განსხვავებული აზრის ჩახშობა, რაც რუსული სტილის რეპრესიის ანალოგიურია".

რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ საპროტესტო აქციების შემდეგ ასობით ადამიანი დააკავეს, დააჯარიმეს და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყეს - "მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, რომელთა უმრავლესობაც წინასწარ პატიმრობაშია," ხოლო ათეულობით ადამიანი "საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ დააპატიმრეს". 

ამ ფონზე რეზოლუციის კანონპროექტში ევროპარლამენტარები გმობენ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის მიზანში ამოღებული ყველა პირისა და ელენე ხოშტარიას "პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას," ასევე "ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემურ დევნას". 

რეზოლუციის კანონპროექტში ევროპარლამენტარები ასევე გმობენ დაკავების დროს ხოშტარიასადმი "დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას" და მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ამასთანავე, ტექსტში ევროპარლამენტარები მოითხოვენ "პატიმრობაში ცუდად მოპყრობისა და ეროვნული უსაფრთხოების კანონის ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალდებებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით სანდო ცნობების გამჭვირვალე და დამოუკიდებელ გამოძიებას."

რეზოლუცია ასევე "მკაცრად გმობს შემზღუდავი კანონების უწყვეტ მიღებას, რომლებიც ზღუდავენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ახშობენ პოლიტიკურ აქტიურობას, სამოქალაქო პროტესტსა და საპირისპირო აზრს.

ამ ფონზე, დოკუმენტში ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ამ შემზღუდავი კანონების უკან წაღებისკენ და "პოლიტიკური რეპრესიების მიზნით" წინასწარი დაკავების გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რათა "უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო პროცესი."

ტექსტში ხაზგასმულია ისიც, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა შეუთავსებელია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან. 

რეზოლუციის კანონპროექტში ევროპარლამენტარები ასევე ადასტურებენ ქართველი ხალხისა და დემოკრატიული ევროპული მომავლისადმი ქართველების ერთგულების მიმართ "ურყევ მხარდაჭერას". ტექსტი ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მხარდაჭერა გაუწიონ და დაიცვან რისკის ქვეშ მყოფი ქართველი აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციური ფიგურები. 

ამას გარდა, რეზოლუციის დოკუმენტი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვა შემოიღონ "რეჟიმის წარმომადგენლებისა და მისი ხელშემწყობების" წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან "დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ზელენსკი ხვალ პარიზში მაკრონს შეხვდება
დაღესტნის სამუფთოს თავმჯდომარე საქართველოში იმყოფებოდა
23 ქართველი მეზღვაური იყო ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი დაესხა თავს
დარეჯან ცხვიტარია: სპეციალურად წამიყვანეს პოლიციაში, რომ კარვები აეღოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics