|
2026-03-11 14:09:16, 258 ნახვა
პოლიტიკა
სახელისუფლებო მედიების ინფორმაციული სინქრონი სახელმწიფო აპარატთან - მითების დეტექტორი
მითების დეტექტორის ახალი მასალის მიხედვით, სახელისუფლებო მედიები არა მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტულ გზავნილებს ახმოვანებენ, არამედ ოცნების ოპონენტებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დისკრედიტაციის პროცესში ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. დეტექტორი წერს, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მედიების მხრიდან ხშირად ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციები იჟონება, რომლებზე წვდომაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს შესაძლოა ჰქონდეთ და მათივე ინფორმაციით, ზოგ შემთხვევაში სამიზნე პირებზე თვალთვალის შედეგად შეიძლება იყოს მოპოვებული. სტატიაში განხილულია ბოლო წლების მანძილზე პროპაგანდისტული მედიებით გავრცელებული ისეთი შემთხვევები, რომლებიც ზემოთხსენებულ ტენდენციას ავლენს. გთავაზობთ მითების დეტექტორის სტატიას: ტელეკომპანია იმედი გერმანიის ელჩისა და "ევროპული ორბიტის" ლიდერის დახურული შეხვედრის შინაარსს მტკიცებულებების გარეშე აშუქებს 6 მარტს, 14:09 საათზე, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანიის საელჩოში “ევროპული ორბიტის” ლიდერს, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს შორის საელჩოს შენობაში დახურული შეხვედრა გაიმართა. იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლომჯარიამ ელჩს შემდეგი სიტყვები უთხრა: „ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია”. ტელევიზიის ინტერპრეტაციით, შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვის საკითხს ეხებოდა, თუმცა მასალაში არ იყო მითითებული, თუ რა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა არხი ამ ინფორმაციას.
შეხვედრა დახურული იყო, შესაბამისად, მისი გადამოწმება შეუძლებელია. ნინო ლომჯარიამ ციტატის ნამდვილობა იმავე დღეს უარყო, მას "უზნეო ტყუილი" უწოდა და დაწერა, რომ “იმედს” ცილისწამებისთვის უჩივლებდა. “მითების დეტექტორმა” ტელეკომპანია „იმედს“ კითხვით მიმართა, თუ რა წყაროსა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით გაავრცელა არხმა ლომჯარიას ციტატა. კერძოდ, არსებობდა თუ არა კონფიდენციალური წყარო ან რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეხვედრის შინაარსს დაადასტურებდა. “იმედს” პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ჩვენს შეკითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია. იმავე დღეს, უკვე საღამოს 20:11 საათზე, იმედმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია თბილისში, ზაარბრიუკენის მოედნისა და სასტუმრო "მოქსის" მიმდებარე ტერიტორიაზე. მტკიცების მიხედვით, კადრებში ნინო ლომჯარია ჩანს, რომელიც საელჩოს მანქანიდან საკუთარ ავტომობილში გადადის. ვიდეოს ერთვის შემდეგი ტექსტი:
ამ თემაზე ინფორმაცია მოგვიანებით სხვა სახელისუფლები მედიებმაც გაავრცელეს (რუსთავი 2, რეზონანსი, PosTV, “მხარე”, ახლა).
საჯარო სივრცეში გადაღებული მსგავსი ვიდეოკადრები, როგორც წესი, რამდენიმე ტიპის ვიდეოთვალთვალის სისტემიდან შეიძლება იყოს მიღებული. ერთ-ერთი შესაძლო წყაროა კერძო ვიდეოთვალთვალის სისტემები, რომლებიც განთავსებულია შენობებზე, სასტუმროებზე, კომერციულ ობიექტებზე ან საცხოვრებელ კორპუსებზე. ასეთ კამერებზე წვდომა, როგორც წესი, მხოლოდ შესაბამისი ობიექტის მფლობელს ან ადმინისტრაციას აქვს. კიდევ ერთი შესაძლო წყაროა მუნიციპალური ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანზეა განთავსებული. ამ სისტემებს, როგორც წესი, მართავს შესაბამისი საჯარო უწყება და მათი ჩანაწერები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
კადრი “იმედის” მიერ გავრცელებული მასალიდან სასტუმროს ფასადის მხარეს ორი განათების ბოძია განთავსებული. იმედის მიერ გავრცელებული კადრები, სავარაუდოდ, მარჯვენა ბოძზე განთავსებული კამერითაა გადაღებული, რამდენადაც მიმდებარე ტერიტორია ჯერ შორიდან ჩანს, შემდეგ კი კადრები ახლოვდება.
სასტუმრო ”მოქსის” წინ განთავსებული კამერები მსგავსი ტიპის კამერების ჩანაწერებზე, როგორც წესი, წვდომა აქვთ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მედია ორგანიზაციებს ასეთ მასალაზე პირდაპირი წვდომა არ გააჩნიათ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა წყაროს მეშვეობით მოიპოვა ოპერატიულად ტელეკომპანია „იმედმა“ აღნიშნული ვიდეომასალა. როგორც საპატრულო პოლიციაში განგვიმარტეს, ქუჩაში არსებული ვიდეოსათვალთავალო სისტემებიდან ჩანაწერს ვერ მიიღებს დაინტერესებული პირი იმ შემთხევვაში, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე განხოციელებულ რომელიმე ქმედებაზე გამოძიება არაა დაწყებული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ვიდეომასალა ჩვეულებრივ არ არის თავისუფლად ხელმისაწვდომი მედიისთვის, და მის მიღებას, როგორც წესი, სჭირდება სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და გონივრული ვადა კადრების მიწოდებისთვის, ჩნდება კითხვები, თუ რა გზით გახდა აღნიშნული კადრები ხელმისაწვდომი ტელეკომპანია “იმედისთვის“ და ვინ იყო მათი პირველწყარო. სუსში დაბარება ტელეკომპანია “იმედის” მეშვეობით 2026 წლის 6 მარტს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ გამოქვეყნებული ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიტიკული კვლევის ავტორების „მოტივაციის“ შესასწავლად. საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რომელიც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ეხება. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, ისტორიკოსი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე, ყოფილი პარლამენტარები გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე. როგორც სუს-მა განმარტა, უწყება სწავლობდა „როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში“, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე. ამ პროცესში ყურადღებას იქცევს ინფორმაციის გავრცელების გზა. ცნობა იმის შესახებ, რომ გივი თარგამაძე გამოკითხვაზე იყო დაბარებული და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, თავდაპირველად სწორედ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებით (იმედი)გავრცელდა.
მოგვიანებით გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება და მზად არის კითხვებს წერილობით ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ უპასუხოს. მისი თქმით, ქვეყნის დატოვებისას მან პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ადასტურებდა, რომ საქართველოდან გასვლის უფლება ჰქონდა. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს სახელმწიფო უწყებებსა და პროსახელისუფლებო მედიას შორის ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკაზე. ის ფაქტი, რომ გამოძიებასთან დაკავშირებული დეტალები პირველად სწორედ ასეთ მედიასაშუალებაში გაჩნდა, რაც მედიისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის ინფორმაციული სინქრონის არსებობაზე მიუთითებს. Sovlab-ის მკვლევარისა და ყოფილი პარლამენტარის საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელება 9 მარტს ტელეკომპანია “იმედმა” განაცხადა, რომ მათ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ფარული ჩანაწერი, რომელიც საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი კანდელაკის და ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ასახავდა. ტელეკომპანიის წყაროს მტკიცებით, საქმე კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერს შეეხება, რაც თავად კანდელაკმა უარყო. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრების “ფარულ შეხვედრებად” წარმოჩენა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედერებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან, რაც ჩვეული პრაქტიკაა სახელისუფლებო მედია – „ფარულ” და „კონსპირაციულ” აქტივობებად წარსულშიც წარმოაჩენდა. ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელისუფლებო მედიისთვის წინასწარ იყო ცნობილი დიპლომატების გადაადგილების და შეხვედრების დროები:
არასაჯარო დოკუმენტის ბოროტად გამოყენება საიას წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება კონფიდენციალურ დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უკავშირდება. სახელისუფლებო ტელევიზიებმა (იმედი; რუსთავი 2; POSTV), საინფორმაციო სააგენტოებმა (Spacesnews; რადიოსივრცე) და ანტიოპოზიციურმა გვერდებმა კოორდინირებულად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა, არჩევნების შედეგების გაუქმებაზე დროებითი ღონისძიების მოთხოვნა კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ითხოვდა. ვინაიდან დოკუმენტი კონკრეტულ თარიღამდე კონფიდენციალური იყო, „მითების დეტექტორმა“ გავრცელებული მტკიცებების გადამოწმება და მათი მცდარად მონიშვნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილობითი პასუხი მიიღო, სადაც დასტურდება, რომ საიას მსგავსი მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. დახურული ჩატებიდან ანაბეჭდების გამოქვეყნება სახელისუფლებო მედიას არაერთხელ გაუვრცელებია დახურული ჩატებში მიმოწერის ანაბეჭდები ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით.
პრაიმ ტაიმი – 2025, 13 ნოემბერი. მასალაში ამტკიცებენ, რომ მათ ბრიუსელიდან მიიღეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. პრაიმ ტაიმმა გაავრცელა ტექსტი, რომელიც აქტივისტებმა პარლამენტის წინ წაიკითხეს. საყურადღებოა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების თქმით, აღნიშნული ტექსტის შინაარსი ჩატის მეშვეობით თანხმდებოდა. არასამთავრობოების ოფისებზე ვანდალიზმის შემთხვევის ადგილიდან გაშუქება სახელისუფლებო მედიის მიერ 2024 წელს, ე.წ. “აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებულ ვანდალურ თავდასხმებს სახელისუფლებო მედია საშუალებები შემთხვევის ადგილიდან აშუქებდნენ. ქვემოთმოყვანილ მაგალითებში ჩანს 2 შემთხვევა, როდესაც სახელისუფლები POSTV-იმ მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) ოფისებზე განხორციელებული ვანდალიზმი რეალურ დროში გააშუქა და აღნიშნულ ქმედებას “მოქალაქეთა სპონტანური საპროტესტო გამოხატულება” უწოდა.
POSTV-იმ, MDF-ის ოფისზე განხორციელებული ვანდალიზმი რეალურ დროში გააშუქა და აღნიშნულ ქმედებას მოქალაქეთა სპონტანური საპროტესტო გამოხატულება დაარქვა.POSTV-ის მიერ IDFI-ის ოფისზე განხორციელებული ვანდალიზმის რეალურ დროში გაშუქება. ტელეიმედის და Postv-ის შესახებ 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები TV Imedi და POSTV სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა. ბრიტანეთის განმარტებით, გადაწყვეტილება უკავშირდება „რუსული დეზინფორმაციის“ გავრცელებას უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში. სანქციების ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ორივე მედია წარმოადგენს ე.წ. ჩართულ პირს და მათ მიერ გავრცელებული მასალები შეიცავს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დეზინფორმაციულ გზავნილებს და უკრაინის სუვერენიტეტისთვის საზიანო განცხადებებს. ბრიტანეთის მიერ დაწესებული ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას. ეს გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სანქციური ჩარჩოს ფარგლებშია მიღებული და არა მედიის რეგულირების მექანიზმებით.
კანადაში აშშ-ის საკონსულოს ესროლეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 22%-ით გაიზარდა
ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის
შსს: ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - დაკავებულია 51 პირი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის კონვენციიდან გამოსვლას აპირებს
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
ომი უკრაინაში
უკრაინამ დრონით დაბომბა ტოლიატის ქიმიურ ქარხანა
უკრაინის გენერალურმა შტაბმა აჩვენა, „Storm Shadow“-ის დარტყმები ბრიანსკში მდებარე ქარხანაზე - ვიდეო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|








ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)