|
2015-02-18 17:32:12, 1139 ნახვა
პოლიტიკა
ნუკრი ქანთარიას აინტერესებს, წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც უკრაინაში სამსახურში დაინიშა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას აინტერესებს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რა რეაქცია ექნებოდა, ვიქტორ იანუკოვიჩი რომელიმე მეგობარ ქვეყანას მაღალ თანამდებობაზე რომ დაენიშნა. ამის შესახებ ქანთარიამ პარლამენტში განაცხადა. მას ქართული მხარის მიერ ძებნილი პირების უკრაინაში მაღალ თანამდებობეზე დანიშვნის საკითხზე, უკრაინის ხელისუფლების მიმართ სხვა კითხვებიც აქვს: "თუ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მეგობარი პარტნიორი ქვეყნის მიერ ძებნილი, დანაშაულში ეჭვიმატნილი პიროვნება ინიშნებოდეს მეგობარი ქვეყნის- უკრაინის ხელისუფლებაში. პრეზიდენტის მრჩეველი როდესაც უკვე უკრაინის დროშის ფონზე ღიად ლანძღავს მეგობარი ქვეყნის ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა საერთოდ უკრაინის ხელისუფლების პოზიციად. როგორი რეაქცია ექნებოდა თავად უკრაინის მაღალ ხელისუფალს, რომ რომელიმე მეგობარ ქვეყანას მაღალ თანამდებობაზე ვიქტორ იანუკოვიჩი დაენიშნა.თვლიან თუ არა უკრაინის მაღალი ხელისუფლების პირები, რომ უკრაინის სახელისუფლებო წრეები იქცა "ნაცმოძრაობის" თავშესაფრად. წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც სამსახურში დაინიშნა",-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)