|
2016-03-30 18:35:24, 392 ნახვა
პოლიტიკა
TDI იზორიას განცხადებაზე: მსგავსი შინაარსის განცხადებები ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] ლევან იზორიას ქსენოფობიურ განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი შინაარსისა და რიტორიკის განცხადებები საჯარო მოხელის, მაღალი თანამდებობის პირის მიერ ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შინაარსისა და რიტორიკის განცხადებები საჯარო მოხელის, მაღალი თანამდებობის პირის მიერ ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაა. უცხოელი სტუდენტების, მათი რელიგიური, ეთნიკური, რასის, კანის ფერის, მოქალაქეობის ნიშნით სახელმწიფო უშიშროებისთვის პოტენციურ საფრთხედ აღქმა, მით უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხირდან ამ გარემოების საჯაროდ გაცხადება დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის; შუღლის გაღვივების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წახალისების მაღალ რისკს შეიცავს და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდება. დამაფიქრებელი და საგანგაშოა ასევე ის გარემოებაც, რომ იზორიას განცხადება ბოლო პერიოდში სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ გამოხატულ თითქმის იდენტური შინაარსის პოზიციას იმეორებს. აქედან გამომდინარე, ქსენოფობიური დამოკიდებულება და უცხოელი სტუდენტების საფრთხედ წარმოჩენა, შესაძლოა, ხელისუფლების სწორედ გააზრებულ პოლიტიკას წარმოადგენდეს. TDI გმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას პოზიციას და მოუწოდებს მას მოიხადოს ბოდიში. ასევე მოუწოდებს, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინოს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისადმი და პოლიტიკა ამ კუთხით, კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობით წარმართოს." - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)