|
2026-03-07 10:45:44, 3097 ნახვა
პოლიტიკა
ODIHR: კანონში ცვლილებები და ახალი შეზღუდვები საქართველოში დემოკრატიულ სივრცეს ავიწროებს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს საქართველოში 4 მარტს დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო „გრანტების კანონსა“ და სისხლის სამართლის კოდექსში. როგორც ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ოდირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 4 მარტს მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებებს, უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებასა და საჯარო თანამდებობების დაკავების მიზნით კენჭისყრას, კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს იმ აქტივობებს, რომლებიც ხელისუფლების „დელეგიტიმაციად“ მიიჩნევა“. ოდირის განცხადებით, „ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების უფლებებზე და მკვეთრად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. კანონის ფართო მოქმედების მასშტაბმა შესაძლოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ექსპერტებზე, კონსულტანტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზეც“. „მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ისევე როგორც ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა „მასობრივი დაუმორჩილებლობა“ ან „ექსტრემიზმი“, რომლებიც შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, არ შეესაბამება კანონის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი განსაზღვრულობის შესახებ და თვითნებურად აღსრულების რისკებს ქმნის. ნებისმიერი სახის უცხოური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადება მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს, რომელიც ძირს გამოუთხრის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში. საუბარია სადავო პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე „გრანტების კანონსა“ და სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებმაც ახალი შეზღუდვები დააწესა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)