|
2026-03-04 18:22:12, 218 ნახვა
პოლიტიკა
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
ნეტგაზეთი წერს, რომ უზენაესმა სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლის და დირექტორის მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ეს ნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო დავა დასრულდა - ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში აღარ შეიძლება. გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო ლევან თევზაძის, მერაბ გაბინაშვილის და მამუკა ვასაძის შემადგენლობით. მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს, ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა. მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას. თავის მხრივ, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და მისთვის ბრალის დამძიმებას. კერძოდ, პროკურატურა ითხოვდა, რომ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სასჯელის დამძიმებას. 2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი, 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. 6 აგვისტოს მოსამართლე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიტიკურ პატიმარს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ნინო სახელაშვილმა ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
აშშ-ის გენერალი: ირანიდან რაკეტების გაშვება 86%-ით შემცირდა პირველ დღესთან შედარებით
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე მონაწილე დაესწრო - მხარდამჭერი BOG-ია
მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)