|
2016-03-30 17:30:20, 447 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ბირთვული უსაფრთხოების სამიტი - 2016" 31 მარტს დაიწყება და 1 აპრილს ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება. ს მარგველაშვილი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით მსოფლიო ლიდერებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 52 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან - მათ შორის იაპონიის, ჩინეთის, კორეის, საუდის არაბეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის სახელმწიფოს ლიდერები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების - ინტერპოლის, გაეროს, ევროკავშირის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები. სამიტს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახსნის. სამიტის მიზანი ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო შეხვედრები დღეს დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ვაშინგტონში ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტთან. დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში და ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი არჩილ ფავლენიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)