15:11 - 04 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-04 13:07:59, 291 ნახვა

ეკონომიკა
2025 წელს შემოწმებული მანქანების მეოთხედმა ტექინსპექტირების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა

2025 წელს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 1 337 777 სატრანსპორტო საშუალებას. მათგან 997 161-მა დააკმაყოფილა ტექინსპექტირების მოთხოვნები, ხოლო 340 616-მა ვერ დააკმაყოფილა. გამოდის, რომ შემოწმებული მანქანების დაახლოებით მეოთხედმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

შესაბამისი მონაცემები საქსტატმა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 914 908-ს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ 2025 წელს ავტოპარკის დაახლოებით 30% ტექინსპექტირებაზე არ გასულა.

თუმცა, 2025 წლის მონაცემები რომ 2024 წელს შევადაროთ, ვნახავთ, რომ ტექინსპექტირებაზე გასული მანქანების რაოდენობა დაახლოებით 200 000-ით გაზრდილია. კერძოდ, 2024 წელს, ინსპექტირებაზე გავიდა 1 146 969-მა ავტოსატრანსპორტო საშუალება. მათგან მოთხოვნები დააკმაყოფილა 907 767-მა მანქანამ, ხოლო ვერ დააკმაყოფილა - 239 202-მა.

ბოლო წლებში ტექინსპექტირებაზე გამოცხადებული მანქანების რაოდენობა ძირითადად მზარდია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლიდან წლამდე ავტოპარკის რაოდენობაც მზარდია.

ტექინსპექტირებაზე გასული ავტომობილების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში:

  1. 2021 წელს - შემოწმდა 1 051 045
  2. 2022 წელს - შემოწმდა 1 028 810
  3. 2023 წელს - შემოწმდა 1 088 685
  4. 2024 წელს - შემოწმდა 1 146 969
  5. 2025 წელს - შემოწმდა 1 337 777

ცნობისთვის, საქართველოში ტექინსპექტირების გავლა სავალდებულო დაახლოებით რვა წლის წინ გახდა. ამ წლების განმავლობაში მთავარ გამოწვევად კერძო სექტორის მხრიდან კანონის აღსრულება სახელდებოდა, რადგან არასათანადო რეგულირების პირობებში ინსპექტირების ცენტრებში ნაკლები იყო მიმართვიანობა.

ბოლო პერიოდში შეიცვალა ის, რომ გამკაცრდა გზებზე აღსრულება, ე.წ ლოიალური ინსპექტორების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, დაიწყო თავად ინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი და სანქცირება. ამჟამად ბიზნესი ამბობს, რომ აღსრულების გამკაცრებასთან ერთად, ცენტრებში იზრდება მიმართვიანობაც. თუმცა ბიზნესი ახლა მთავარ გამოწვევად რეფორმის დაწყებიდან დღემდე უცვლელ პირველადი ინსპექტირების საფასურს მიიჩნევენ, რაც გაზრდილი ხარჯების პირობებში ცენტრებს მძიმე ტვირთად აწევს.

დღეს მოქმედი ტარიფი, მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 ლარია, ელექტრომობილის შემთხვევაში - 48 ლარი, სატვირთოს შემთხვევაში კი 100 ლარი. თუ ავტომობილი პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდა, მას ეძლევა 30 დღე იმისთვის, რომ გამოასწოროს ხარვეზი და ხელმეორედ გაიაროს ინსპექტირება. განმეორებითი ტექინსპექტირების საფასური 20 ლარია მსუბუქი და N1 კატეგორიის სატვირთოების შემთხვევაში, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური, N2, N3 სატვირთოს ან სამგზავრო ავტომობილის (M2, M3) შემთხვევაში - 30 ლარი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წყალქვეშა ნავმა შრი-ლანკასთან ირანული ფრეგატი ჩაძირა -Reuters
სებ BMG-ს: თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ
მორგოშიამ თქვა, რომ ფარცხალაძეს ალტ-ინფოს ტელევიზიის 50%-იანი წილის ყიდვა სურდა
ოცნების პარლამენტმა გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი