15:54 - 03 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-03 13:14:50, 260 ნახვა

ეკონომიკა
საცალო ფასზე ყველაზე მეტად ქეშბექი მოქმედებს, რომელიც მზარდია - კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) ბაზრის მონიტორინგის რიგით მეორე შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა.

გასულ წელს გამოქვეყნებული შეფასების მსგავსად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საცალო ფასზე ყველაზე მეტად მოქმედებს ქეშბექი, რომელსაც დისტრიბუტორი იხდის მიწოდებული პროდუქციის ფასიდან. სააგენტო მიუთითებს იმაზეც, რომ ქეშბექის პროცენტული დიაპაზონი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

"FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა ქეშბექი, ქსელში / ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, მარკეტინგი და ა.შ. სიდიდის გათვალისწინებით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად მოქმედებს ქეშბექი, რომელსაც დისტრიბუტორი იხდის მიწოდებული პროდუქციის ფასიდან, შესაბამისი პროცენტული ოდენობით:

მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექის დიაპაზონი მსგავს პროდუქტებზე ცვალებადია დისტრიბუტორების და რითეილის დონეზე, საბოლოო ჯამში, პროდუქტი საცალო დონეზე მეტ-ნაკლებად იდენტურ ფასად იყიდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც რითეილში ფიქსირდება შედარებით დაბალი ქეშბექი - მაღალია უშუალოდ რითეილის შემდგომი ფასნამატი და პირიქით, იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალია ქეშბექი, დაბალია რითეილის ფასნამატი, რაც შედეგობრივად განაპირობებს იდენტურ პროდუქტზე მსგავს ფასებს სხვადასხვა ქსელის შემთხვევაში",- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უფრო დეტალურად, კონკურენციის სააგენტომ შემდეგი 5 შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა:

შუალედური დასკვნა:

1. ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანია და არ არსებობის კომპანიათა ჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით. შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მიმდინარე მონიტორინგის შედეგად სააგეტომ დაიწყოს ბაზრის შესწავლა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;

2. საცალო ბაზრის მოცულობა მზარდია, 2025 წელს ბაზრის მოცულობა 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 6.61%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 12.52%-ით. მზარდია მსხვილი საცალო კომპანიების საბაზრო წილებიც;

3. მსხვილი საცალო ქსელების სიმრავლე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყოველ ახალ დამატებით მაღაზიაში პროდუქციის განთავსებისთვის დისტრიბუტორს ეკისრება დამატებითი - ქსელის ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი. შესაბამისად, ბაზრის საცალო დონეზე მოქმედი კომპანიისთვის, ქსელის ახალი მაღაზიის გახსნის ფინანსური ბარიერი დაბალია და ეს ტვირთი მეტწილად გადადის პროდუქციის დისტრიბუტორზე, შედეგად კი მომხმარებელზე;

4. 2021-2025 წლებში, საცალო ქსელში შესვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა გადასახადები შეუქცევადი ზრდის ტრენდს ატარებს. მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა კონკრეტული პროდუქტები, შედეგად დადგინდა, რომ ქეშბექის პროცენტული დიაპაზონი 2025 წელს 2021 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რასაც გავლენა აქვს სადისტრიბუციო და შესაბამისად საცალო ფასზე.

5. FMCG -ი სექტორის დინამიური განვითარების და გაფართოების ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ არ ფიქსირდება დომინანტური მდგომარეობის მოცემულობა, გვაქვს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის, როდესაც FMCG -ი სექტორს გაჩნია შესაძლებლობა და უპირატესობა, მიმწოდებლებს (დისტრიბუტორები და მწარმოებლები) უკარნახოს სავაჭრო/კომერციული პირობები. ასევე, მიმწოდებლების მხარეს არსებული ძლიერი კომპანიები თავადაც კონკურირებენ ქსელში შესვლისას, რათა თავად შესთავაზონ ქსელს კონკურენტზე უკეთესი პირობები (ე.წ. "ქეშბექი" და სხვა არაპირდაპირი გადასახადები). ეს მოცემულობა წნეხს ახდენს განსაკუთრებით მცირე/ საშუალო ზომის და ახლად შექმნილ კომპანიებზე, სათანადოდ ან სრულფასოვნად იქნენ სავაჭრო ქსელებში წარმოდგენილები.

"FMCG ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტო დაკვირვებას აწარმოებს როგორც ბაზრის საცალო, ასევე დისტრიბუციის დონეზე. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტო კონკურენტულ გარემოს დამატებით შეაფასებს 2025 წლის დონეზე, მათ შორის ფასწარმოქმნის, ლოგისტიკური ჯაჭვის და ბაზრის სხვა თავისებურებების გათვალისწინებით. მონიტორინგის შედეგად, კონკურენტული გარემოს შეფასებასთან ერთად, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელია გაიცეს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია / რეკომენდაციები",- აღნიშნავენ სააგენტოში.

ანგარიშში მოყვანილი მონაცემებით, 2025 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონის მოცულობამ შეადგინა 13 698 224 599 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც 6.61%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (12 792 211 332 ლარი) და 12.52%-ით 2023 წლის მაჩვენებელს (11 983 346 244 ლარი).

2025 წელს, ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია. კონცენტრაციის ინდექსმა შეადგინა 940 ერთეული, რაც 234 ერთეულით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 706 ერთეული. ბაზრის საცალო დონეზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.

2023-2025 წლებში, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო წილი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, 2025 წელს 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო საბაზრო წილი 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 11.3%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 19.96%-ით:

2025 წელს, ორგანიზებული ბაზრის საერთო წილმა შეადგინა 64.08%, რაც 5.68%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 58.4%.

2026 წლის მდგომარეობით, დეილი ჯგუფი ფლობს 1638 მაღაზიას, ნიკორა 724, ორი ნაბიჯი 640, კარფური 121, გუდვილი 9, აგროჰაბი 9.

ცნობისთვის, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზებს სწავლობს."ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. ბიზნესის მხრიდან კომისიის ფარგლებში გამოსვლისას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მაღალი ქეშბექები სახელდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IAEA ადასტურებს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე აშშ-ისა და ისრაელის იერიშს
საერთაშორისო აკადემიურმა საზოგადოებამ ილიაუნის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნა
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავაკავეთ
საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ის ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი