|
2026-03-02 19:19:18, 277 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება მოუმზადა - Michelin-ის საბურავების შეძენისას მსურველები არასეზონური პროდუქტის უფასოდ შენახვას „თეგეტა მოტორსის“ საბურავების სასტუმროში შეძლებენ. შეთავაზება, რომელიც მომხმარებლისთვის კომფორტულ მომსახურებას ისახავს მიზნად 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. Michelin ჯგუფის 4 ნებისმიერი საბურავის (მათ შორის Michelin და BFGoodrich ბრენდების) შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროში 6-თვიან უფასო მომსახურებას მიიღებენ. შეთავაზების მიზანი საქართველოში საბურავების სწორი მოვლისა და შენახვის კულტურის დანერგვის ხელშეწყობაა. დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი ინიციატივა პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ემსახურება. უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია, რომ ავტომფლობელებმა საბურავები სეზონურად შეცვალონ, არასეზონური საბურავების სწორად შენახვა კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს შეთავაზება ხელს უწყობს მომხმარებლებს, თავიდან აიცილონ საბურავების დაზიანება მათი ავტოფარეხში ან სხვა ადგილას შენახვის პირობებში. საბურავების სწორი შენახვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია: მუდმივი ტემპერატურა, ტენიანობის კონტროლი, მზისგან დაცვა და უსაფრთხო საწყობი უზრუნველყოფს, რომ საბურავების სიცოცხლისუნარიანობა წარმოების თარიღიდან 5-7 წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბრენდის სწორად შერჩევაც - როდესაც მომხმარებელი არჩევანს პრემიუმ ბრენდზე აკეთებს, ის გრძელვადიან ეკონომიურობას უზრუნველყოფს, რადგან ასეთი საბურავი მდგრადობასა და სტაბილურობას წლების განმავლობაში გამოყენების შემთხვევაშიც ინარჩუნებს“.
Michelin გლობალურად აღიარებულია როგორც პრემიუმ ბრენდი. 1889 წელს საფრანგეთში დაარსებულმა კომპანიამ რადიალური საბურავების ტექნოლოგიის დანერგვით, რომელიც უმაღლეს უსაფრთხოებას, კომფორტსა და გრძელვადიან ეფექტიანობას უზრუნველყოფს, ავტოინდუსტრიაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. Michelin გამოირჩევა სტაბილურობით, მოკლე სამუხრუჭე მანძილით, გამძლეობით, საწვავის მოხმარების ეკონომიურობითა და მაღალი ხარისხით. გასულ წელს, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით (Tire Business და Brand Finance), Michelin საბურავების ტოპ 5 ბრენდს შორის დასახელდა, რაც გაყიდვების მოცულობისა და ინდუსტრიული სტანდარტების მიმართულებით მის ლიდერობას ადასტურებს. საქართველოში Michelin-ის ოფიციალური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“, რომელიც მომხმარებელს ფრანგული ბრენდის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. პროდუქციას თან ახლავს უსასრულო გარანტია, რომელიც საბურავის პროტექტორის ცვეთის დონეს ეფუძნება, ეს კი დამატებით უსვამს ხაზს ბრენდის სანდოობასა და ხარისხზე მუდმივ ზრუნვას. ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური საბურავების შერჩევა პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე: 032 2 264444 დარეკვით. Michelin-ის საბურავები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge-ზეც. რაც შეეხება საბურავების სასტუმროს, საქართველოში მსგავსი სერვისი პრაქტიკულად უნიკალურია. საბურავების არასწორი შენახვა იწვევს რეზინის გამოშრობას, სამუხრუჭე მანძილის გაზრდას და მოჭიდების შემცირებას, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. საბურავების სასტუმრო კი „თეგეტა მოტორსის“ სპეციალიზებული საწყობია, სადაც უზრუნველყოფილია პროფესიონალური შენახვის პირობები. შესაბამისად, საბურავები უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე ინახება. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამ სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს: მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად საბურავები თბილისში, კომპანიის ცენტრალურ და ვაკის ფილიალებში ინახება, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, საბურავები ნებისმიერ რეგიონულ ფილიალში მიიტანონ, საიდანაც ისინი დაცულ ტერიტორიაზე გაიგზავნება. „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია ზრუნავს მომხმარებლების უსაფრთხოებასა და კომფორტზე და საბურავების მოვლის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებს. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
ომანიდან და საუდის არაბეთიდან თბილისში სპეციალური ავიარეისები შესრულდება
„კიდევ ერთი ტყუილი. კიდევ ერთი ომი.“ ამერიკელების მხოლოდ ოთხიდან ერთმა დაუჭირა მხარი ირანზე აშშ-ის დარტყმებს
მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს, მეორე დღეა ინტერნეტი არ მიეწოდება, კომპანია დუმს
ბოკუჩავა - დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ტრამპი: აშშ აქტიურად მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)