|
2026-03-01 14:23:40, 293 ნახვა
დიდი ბრიტანეთი ამბობს, რომ ირანმა კვიპროსის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი აცხადებს, რომ ირანმა კვიპროსის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა, ეს შესაძლოა იყოს ირანის პირველი სარაკეტო თავდასხმა ევროპაზე. "ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ისინი არ უმიზნებდნენ ჩვენს ბაზებს" - თქვა თავდაცვის მდივანმა Sky News-თან ინტერვიუში. დიდ ბრიტანეთსს კვიპროსში ორი დიდი სუვერენული სამხედრო ბაზა აქვს. ამავდროულად, ჯონ ჰილი ამბობს, რომ ეს "ძალიან რეალური და მზრდი საფრთხის მაგალითია". 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა - ამჟამინდელი მონაცემებით, მოკლულია აიათოლა ალი ხამენეი, ასევე, მისი ნათესავები, ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა". თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში. თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ტრამპი: ირანელებს საუბარი სურთ და მე დავთანხმდი, მათთან ვისაუბრებ
დაბადების დღის აღსანიშნად წასული კახა კალაძე ცოლთან და თანმხლებ პირებთან ერთად, დუბაიში ჩარჩა - ტაბულა
აშშ აცხადებს, რომ ირანული გემი ჩაძირა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე თავდასხმა განახორციელა
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ტრამპი: აშშ აქტიურად მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)