|
2016-03-30 16:13:56, 426 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: უმრავლესობა შატალოზე წავიდა, რის გამოც საშემოდგომო გამოჰყვება
უმრავლესობა შატალოზე წავიდა,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთღა. დღეს პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მიუხედავად სამი მცდელობისა კვორუმი მაინც ვერ შედგა და სხდომა ჩაიშალა, რის გამოც ვახტან გომელაურის გამოსვლაც გადაიდო. ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სხომაზე მიზანმიმართულად არ მივიდა, რადგან გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას პარლამენტში გამოსვლა, ხელისუფლებისთვის სრული კრახი იყო, რის გამოც მათ დღევანდელი მოსმენის გაუქმება გადაწყვიტეს. „კვორუმი იმიტომ ვერ შედგა, რომ უმრავლესობას არ უნდოდა, უმრავლესობა სამწუხაროდ შატალოზე წავიდა და ეს იყო მათი დიდი ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ აეცილებინათ თავიდან გომელაურის გამოსვლა. გუშინ პარლამენტში სუს-ის მოსმენა გაიმართა, უმრავლესობამაც და ამ სამსახურმაც სრული ფიასკო განიცადა, მოუმზადებელი და არაკომპეტენტური ანგარიში იყო. მათ უნდოდათ, რომ დღეს გომელაურის ანგარიშის მოსმენის შემდეგ მწვავე კითხვები არ ყოფილიყო და მოიფიქრეს ასეთი სასაცილო გადაწყვეტილება, ისინი წავიდნენ შატალოზე. შეიძლება ეს უმჯობესიცაა, რადგან დღეს კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩდებოდნენ. უმრავლესობამ შესაძლოა კიდევ უფრო სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გომელაურის გამოსვლას არჩია ჩვენ დაგვეცინა. ამ შატალოს გამო უმრავლესობას სერიოზული საშემოდგომა გამოყვება," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა სხდომის ჩაშლის გამო პარლამენტარების მიმართ საყვედური გამოთქვა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ის პარასკევს ქუთაისში ვეღარ ჩავა, შესაბამისად პარლამენტარები მას ვეღარ მოუსმენენ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)