02:52 - 01 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-28 13:47:57, 246 ნახვა

საზოგადოება
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.
„წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:  
დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა);
შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში;
ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში - თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი;
ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში - გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.
ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით  დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება;
განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
♦️დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ პოლიციას.  



ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა, ევროპაში ერთადერთმა ქვეყანამ, მკაცრად დაგმო აშშ-სა და ისრაელის ირანზე განხორციელებული დარტყმები
Bloomberg: კრემლი უკრაინის მოლაპარაკებებიდან გასვლით დაიმუქრა, თუ კიევი მთელ დონბასს არ დათმობს.
ღრმა შეშფოთებით ვაკივირდებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს – საგარეო
Wizz Air დროებით წყვეტს ფრენებს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი