02:33 - 28 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-27 15:47:50, 241 ნახვა

პოლიტიკა
Magticom PostTV-ისა და იმედის სანქცირებაზე კომენტარს აკეთებს

დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის 24 თებერვალს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით კომპანია „მაგთიკომმა“ კომენტარი გაავრცელა.

„მაგთიკომი“ აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნას საქართველოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და დიდი ბრიტანეთის (2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები) კანონმდებლობის ჭრილში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დაწესებული სანქციების ძირითადი შინაარსი:

სანქცირების რეჟიმის დასახელება: 2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები (Unique ID: RUS3393)

დაწესებული სანქციები: აქტივების გაყინვა, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, ტრასტის სერვისების სანქციები

გაერთიანებული სამეფოს მიერ მიზეზების დასაბუთება:

სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები ეჭვისთვის, რომ ტელეკომპანია “იმედი“ წარმოადგენს დაკავშირებულ პირს 2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციების საფუძველზე, შემდეგი გარემოების გამო: იგი ავრცელებს და ავრცელებდა მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ საკუთარ აუდიტორიაზე, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც წარმოადგენს მხარდაჭერას ან ხელშეწყობას ისეთი პოლიტიკისა თუ ქმედებისა, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ასუსტებს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.

ვინ უნდა დაემორჩილოს სანქციების რეგულაციებს?

თუ თქვენ ეწევით ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მოიცავს ტრანზაქციებს, ფინანსურ მომსახურებას, ვაჭრობას, პროფესიული სერვისების მიწოდებას ან დაზღვევას, შესაძლებელია ურთიერთობა გქონდეთ სანქცირებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან, ან სანქცირებულ საქონელსა და მომსახურებასთან.

სანქციების რეგულაციები ვრცელდება:

ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, ბიზნესზე ან ორგანიზაციაზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას (ტერიტორიული ზღვის ჩათვლით)
ნებისმიერ ბიზნესზე ან ორგანიზაციაზე, რომელიც დაფუძნებულია ან შექმნილია გაერთიანებული სამეფოს რომელიმე ნაწილის კანონმდებლობის საფუძველზე და საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას
გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ მოქალაქეზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის მსოფლიოში
ვინ არის ვალდებული დაიცვას ფინანსური სანქციები?

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც იმყოფება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიასა და ტერიტორიულ ზღვაში, აგრეთვე ყველა ბრიტანელ პირზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მათი მდებარეობის მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ:

ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი, რომელიც იმყოფება ან ახორციელებს საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, ვალდებულია დაიცვას მოქმედი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები
გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქე და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირები, მათ შორის მათი ფილიალები, ასევე ვალდებულნი არიან დაიცვან მოქმედი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები, მიუხედავად იმისა, თუ სად ხორციელდება მათი საქმიანობა
დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციების ეფექტი

თუ არ არის გაცემული ლიცენზია ან არ მოქმედებს შესაბამისი გამონაკლისი, პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციებს, პირდაპირ ან ირიბად ეკრძალებათ:

გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორად ყოფნა
უცხოური კომპანიის დირექტორად ყოფნა, რომელსაც საკმარისი კავშირი აქვს გაერთიანებულ სამეფოსთან, მაშინაც კი, თუ იგი აქ არ არის რეგისტრირებული. მაგალითად, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას ან ფლობს აქტივებს გაერთიანებულ სამეფოში
კომპანიის წახალისებაში, დაფუძნებაში ან მართვაში მონაწილეობა ან მასთან დაკავშირება
ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციას, სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლი არეგულირებს მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მაგალითად მისი პირველი პუნქტით:

საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის ექსპერტებს, ნათელი და სრული წარმოდგენა შეექმნებათ იმ საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში ვრცელდება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია“, - ვკითხულობთ “მაგთიკომის“ განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ზოგჯერ ძალის გამოყენება აუცილებელია
რუსეთმა პირველი მასობრივი რაკეტების განგაში გაავრცელა და ორი რაკეტა „ფლამინგო“ ჩამოაგდეს
რუსული ნავთობის მიწოდება ინდოეთში ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
ევროპარლამენტარი: „იმედისა“ და „პოსტ ტვ-ის“ წინააღმდეგ სანქციები ინფორმაციული მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი