02:32 - 28 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-27 11:36:23, 287 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - საქმეები რომ შეეკრა მედიის წინააღმდეგ

 

გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის „იმედისა“ და „პოსტვ“-სთვის სანქციების დაწესების საკითხზე დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „დასტურდება, რომ ბრიტანეთის ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა“.

„გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს, ეს მისი ელჩის მომზადებული საკითხებია. დასტურდება, რომ [ბრიტანეთის] ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა. სოცმედიაში მისი ერთ-ერთი ვიდეო ტრიალებდა - 5-ჯერ ვუყურე. ირონიაა, რომ ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან. ალბათ ეს ვიდეო რომ ჩაწერა, გავიდა თავის კაბინეტში და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საბაბების შეკერვა დაიწყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მტკიცებულებების წარსადგენად დაიბარეს, თუმცა მან ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა.

„გუშინ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთი მიზნით, რომ წარედგინა მტკიცებულებები, თუ რას ეფუძნება ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არიის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. საბოლოო მიზანი არის მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა და ველის გასუფთავება მათივე პროპაგანდისტებისთვის. სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“ დაეფინანსებინა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას“ მეპატრონე [დავით] კეზერაშვილი. კეზერაშვილს არ გადმოგვცემს, რითაც ბრიტანეთი გვერდს უვლის საქართველოს სახელმწიფოს სანქციებს. მიზანია, რომ ჩაახშონ თავისუფალი და მართალი სიტყვა და გაასუფთაონ გზა საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი შავი სქემებით ევროპიდან აფინანსებდნენ.

დასკვნა ერთია: ვინც ჩვენ სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, სიტყვის თავისუფლების მკვლელი აღმოჩნდა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და დღეის იქით ბრიტანეთს, მის ელჩს და საქმიანობას ასე უნდა შევხედოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ზოგჯერ ძალის გამოყენება აუცილებელია
რუსეთმა პირველი მასობრივი რაკეტების განგაში გაავრცელა და ორი რაკეტა „ფლამინგო“ ჩამოაგდეს
რუსული ნავთობის მიწოდება ინდოეთში ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
ევროპარლამენტარი: „იმედისა“ და „პოსტ ტვ-ის“ წინააღმდეგ სანქციები ინფორმაციული მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი