03:02 - 26 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 13:40:48, 511 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება და ექსპლუატაციაში მიღებული შენობები შემოწმდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობა გამკაცრდა და ამოქმედდა არაერთი რეგულაცია, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, დარღვევები კვლავ ფიქსირდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს ახდენს, რაც მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

კახა კალაძის თქმით, მოქალაქეთა უსაფრთხოება მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია და უსაფრთხოების წესები ყველა მშენებელმა უნდა დაიცვას.

„2017 წლიდან, რაც ხელისუფლებაში მოივედით, აქტიურად ვებრძვით უკანონო მშენებლობებს. გახსოვთ, რა მდგონარეობა იყო მაშინ და ახლა სულ სხვა სურათია, თუმცა კვალაც გვაქვს გამოწვევები, რასაც ღირსეული პასუხი სჭირდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ვხვეწთ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და აღსრულების წესებს, ვითხოვთ სხვადასხვა კომპონენტის გათვალისწინებას. შევიმუშავეთ რეგულაციები და გავამკაცრეთ კანონები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც შენობა ექსპლუატაციაში შევა. 2017 წელს, სხვა ცვლილებებთან ერთად, ამოქმედდა შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები. ამოქმედების დღიდან, თბილისის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს სკურპულოზურად ამოწმებს წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას უსაფრთხოების წესებთან, ადგენს ხარვეზებს, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემების საჭიროების შესახებ და არ გასცემს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხარვეზები არ სწორდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დასრულებულ შენობა-ნაგებობას ექსპლუატაციაში იღებს იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა განხორციელებულია არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, მათ შორის, თუ მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემები და  მათ გამართულ მუშაობაზე გამოცდის აქტები და დადებითი დასკვნებია წარმოდგენილი.

ამასთან, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრდა, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს აკეთებს.

„ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ატყობინებს შენობაში მყოფებს, დატოვონ შენობა, ასევე, ახდენს მის ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას, რაც მნიშვნელოვან დროს აძლევს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ცეცხლის ქრობისთვის. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მოხდა აღნიშნული სისტემების დემონტაჟი. არიან უპასუხისმგებლო კომპანიები და მშენებლები, რომლებიც ე.წ. აგრეგატებსა და გამწოვ სისტემებს ხსნიან. ექსპლუატაციაში მიღებისთვის ისინი ქირაობენ ამ სისტემას. მივა მუნიციპალური ინსპექცია,  შეამოწმებს, რომ ყველაფერი მწყობრშია და კორპუსს მიიღებს ექსპლუტაციაში. შემდეგ მშენებლები ხსნიან ამ სისტემას და პატრონს უბრუნებენ, მოსახლეობა კი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენთვის მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია და ამას არ გავატარებთ. უსაფრთხოების წესები ყველამ უნდა დაიცვას. ღმერთმა დაგვიფაროს და რამე რომ მოხდეს, ყველა თბილისის მერიას დაადანაშაულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს და ყველა შესაბამის სამსახურს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და საჭიროების შემთხვევაში, დადგეს კანონმდამრღვევი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„მინდა, დავავალო ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად კატეგორიული ზომები მივიღოთ. თუ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, პარლამენტი დაგვეხმარება. თუ საჭიროა, რომ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დონეზე ავიყვანოთ, მაშინ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან პირადად ჩემთვის ადამიანის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. თუ იკვეთებიან კონკრეტული თაღლითური კომპანიები  ან ფიზიკური პირები, ასეთ ადამიანებს სამშენებლო სექტორში არაფერი ესაქმებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მოკვლევა და ექსპლუატაციაში მიღებული შენობების სახანძრო უსაფრთხოების სისტემები შემოწმდეს.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურნავა სანქცირებულ „იმედსა“ და PosTV-ზე - ბანკებმა უნდა დაიცვან ქართული კანონმდებლობა
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
როგორ ესხმის თავს ერდოღანი თურქეთის დემოკრატიას და რატომ უნდა უპასუხოს დასავლეთმა
აზოვის ლეგენდარულ მეთაურს დენის პროტაპენკოს ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი