|
2026-02-25 13:10:52, 1676 ნახვა
პოლიტიკა
კრემერი: ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, სად სურს სიარული - უნდათ ევროპისკენ სვლა? მაშინ უნდა შეიცვალონ
ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა თვალსაჩინოა და დამატებით განმარტებებს აღარ საჭიროებს. მისი შეფასებით, მმართველი ძალა ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს აზიანებს და პროტესტის თავისუფლებას ზღუდავს. მისივე თქმით, ევროკომისიის ბოლო ანგარიში, რომელიც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ეხება, „ყველაზე ცუდ შეფასებას“ წარმოადგენს. ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა და აქტივისტების სიმამაცის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მზადდება შესწორებები მიზანმიმართული სანქციების შესახებ, რათა ზეწოლა ხელისუფლებაზე გაიზარდოს, მოსახლეობის ინტერესების დაზიანების გარეშე. ევროდეპუტატის ყურადღების მიღმა არც დემონსტრანეტბის წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენება დარჩა. "ძალიან ნათლად აღწერეთ, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციაზე, ჩვენ ლექსიკონი აღარ გვჭირდება. უბრალოდ, უნდა ჩაფრინდეთ თბილისში და ყველაფერს ნახავთ. ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ძირი გამოუთხაროს საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციებს. ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს, რომ პუტინზე დამოკიდებული გახდნენ, ეს საშინელი სტრატეგიაა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს პროტესტი. მოვისმინეთ, რომ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციების დროს. აქედან გამომდინარე, ევროკომისიის ანგარიში, ვფიქრობ, არის ძალიან სწორი, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაზე ცუდი ანგარიშია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, რაც გვქონია. ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, სად სურს სიარული. უნდათ ევროპისკენ სვლა? მაშინ უნდა იმოქმედონ და შეიცვალონ. თუ უნდათ, რომ იყვნენ რუსული ორბიტის ნაწილი? ერთადერთი, რაც ახლა იმედს იძლევა, არის თავად ქართველი ხალხი. მზია ამაღლობელის მსგავსი ადამიანების სიმამაცე, რომლებსაც ჩვენ გადავეცით სახაროვის პრემია. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ისევ ქუჩაში არიან, იმის მიუხედავად, თუ რა საფრთხეში იგდებენ თავს. ამიტომ ჩვენ წარვადგენთ შესწორებას, თუ როგორ შეგვიძლია ეფექტური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ისე, რომ არ ვავნოთ ქართველ ხალხს, - განაცხადა კრემერმა სიტყვით გამოსვლისას.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)