|
2026-02-24 17:43:16, 1408 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ამდენი წელია ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან, აწესებენ სანქციებს
“აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. მხოლოდ არასამართლიან დამოკიდებულებას, მუქარასა და შანტაჟს ვხედავთ”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი ბიუროკრატების მოწოდება, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ლიდერები დაასანქცირონ, არის უსამართლო დამოკიდებულება. “რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ ჩვენ? ამდენი წელია ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან, აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს და არის მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანი დამოკიდებულება, მუქარა, შანტაჟი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ევროპული ბიუროკრატია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შეიცვლება”, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირებას, დედაქალაქის მერის თქმით, არც ამ შემთხვევაში აქვთ არგუმენტი. “ჩემთვის არაფერს ნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას არა. წლების წინ მახსოვს, როდესაც უცხოელი ბიუროკრატი საქართველოზე რამეს იტყოდა, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, სრულ ჭეშმარიტებად ითვლებოდა. ასეთი დამოკიდებულება არსებობდა. დღეს, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაშიც, მსოფლიოშიც. ტელევიზიებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არასამართლიანი დამოკიდებულებაა. სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ არგუმენტი არ არსებობს. საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო დამოკიდებულება პირველად არ აქვთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც პატივს ვცემთ, თუმცა მათაც უნდა სცენ პატივი ჩვენს სუვერენიტეტს. რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)