|
2016-03-30 13:56:15, 643 ნახვა
პოლიტიკა
ქუმსიშვილი: "ბლაუნშტაინ ჯორჯია" ეს არის მეტი დასაქმება ჩვენს რეგიონში
"ბლაუნშტაინ ჯორჯია" არის ძალიან კარგი მაგალითი ერთის მხრივ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის და მეორეს მხრივ ცოდნის, გამოცდილების გაზიარების კერძო სექტორს შორის, - ამის შესახებ დღეს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ბლაუნშტაინ ჯორჯიას" პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს მოდელი არის ყველაზე მისაღები საქართველოსთვის, იმიტომ რომ ამ მოდელის მიხედვით მცირე ფერმერულ მეურნეობებზე ცოდნის გაზიარება ხორციელდება და შესაბამისად მეტი ადამიანი საქმდება. "დღეს ჩვენ რაჭაში გვაქვს უკვე 8 ფერმერული მეურნეობა. ეს არ არის 1 ადამიანის საკუთრება, ეს არის ქართველების საკუთრება, რომელბსაც აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, გადაცემული აქვთ მიწები გრძელ ვადიანი იჯარით. ასევე "ბლაუნშტაინი" მათ აძლევს საქონელს და ასწავლის თუ როგორ მოუაროს საქონელს. შესაბამისად ჩვენ გვაქვს შედეგი, რომელიც ვრცელდება დიდ რაოდენობა მოსახლეობაზე და გვაძლევს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას. ეს არის მეტი დასაქმება ჩვენს რეგიონში, რაჭაში, ეს არის მეტი წარმატება და საბოლოო ჯამში შვეიცარული იმ გამოცდილების და ხარისხის გადმოტანა, რომელიც ჩვენთვსი ყველასთვის ცნობილია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფერმერული მეურნეობის განვითარების პრეზენტაციას ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და კომპანია "ბლაუნშტაინ ჯორჯიას" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)