|
2026-02-24 13:06:03, 1054 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ევროპა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდა, დღეს ამბობენ, რომ რუსეთს უნდა დაელაპარაკონ, ამას ვინ ჭამს?
დიდი ხანია, ქართულმა საზოგადოებამ იცის გერმანიის ელჩის ფარისევლობა. მისი ორმაგი სტანდარტი, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ ჩვენ შესაწირი ზვარაკი ვგონივართ, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა. ზარქუას თქმით, ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან დღესაც ვისმენთ, როგორ აქეზებენ უკრაინელებს და ამბობენ, რომ მათი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ომი გაგრძელდეს. ამასთან, ზარქუას თქმით, ევროპა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდა, ევროკავშირმა კი, რუსეთთან ნავთობპროდუქტების ვაჭრობაში რეკორდები მოხსნა. „ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის წარმომადგენლების პოზიციები მოისმინეთ – უკრაინაში ომი დანარჩენი ევროკავშირის უსაფრთხოებაა. ეს იმაზე მეტყველებს? ვიდრე ომი გრძელდება და რუსეთი უკრაინაში დაკავებულია, ჩვენ აქ არაფერი გვემუქრებაო. ეს არის მათი მიდგომა. ამისთვის იყო ის ყველაფერი, რომ უკრაინასა და საქართველოს რუსეთი უნდა შეგვეკავებინა, რომ ესტონელი, ლატვიელი და დანარჩენი ევროპა გადარჩენილიყო. სანქციებისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ და სტატისტიკა რომ აიღოთ, ევროკავშირმა რუსეთთან ნავთობპროდუქტების ექსპორტში ვაჭრობაში რეკორდები მოხსნა, რუსეთს ბიუჯეტში 300 მილიარდზე მეტი შეუვიდა ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში. ხალხო, ლატვიამ რუსეთთან ღვინით ექსპორტში გადაგვასწრო. ეს ხომ მონაცემებია, ვის ატყუებენ? ვის ეუბნებიან, ამ სისულელეებს? ლატვიამ ჩვენ, ღვინის სამშობლოს რუსეთთან ექსპორტში გადაგვასწრო და ეს ხალხი ჩვენ რაიმეს მოგვიწოდებს? ეს არის მათი მორალი, ორმაგი სახე, უსამართლო მიდგომები“, – აღნიშნა ზარქუამ. მისივე თქმით, დღეს საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, რომელსაც ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს და რომელიც ქართულ ღირებულებებზე, ინტერესებზე ზრუნავს. „თქვენ ამის დემონსტრირებას ყოველდღიურად ხედავთ. გვთხოვენ, ჩვენ მეორე ფრონტი გავხსნათ. ამას ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პირდაპირ ვერ იტყვიან, მანამდე ამბობდნენ, რომ ჩვენ თურმე გაგვესეირნა. როცა ვუთხარით, რომ ნატო შევიდეს და შემდეგ ჩვენ, გვითხრეს, ნატო რა შუაშიაო. ჩვენმა პრაგმატულმა პოლიტიკამ საქართველოში არა მხოლოდ მშვიდობა მოიტანა, არამედ ვზრუნავთ ეკონომიკის განვითარებაზე მაშინ, როცა ევროკავშირში ინფლაცია, უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდა კი არა, რეცესიაა. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებდნენ და დღეს ამბობენ, რომ რუსეთს უნდა დაელაპარაკონ და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას რუსეთთან ათანხმებენ. ჩვენ რუსეთთან ომისკენ და სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდნენ. ამას ვინ ჭამს და ვინ გაატარებს? ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად იცის, ვის რა უნდა ჩვენგან“, – აღნიშნა ზარქუამ. საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია: „მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას“.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)