|
2026-02-24 12:22:33, 279 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენ უკრაინის ხალხს გამძლეობასა და მშვიდობას ვუსურვებთ, მაგრამ ვხედავთ ძალებს, რომლებიც ომის გაგრძელებით სარგებლობენ
საქართველოს პარლამენტის ე.წ თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავს. პოლიტიკოსი წერს, რომ ამ ომმა ხანგრძლივობით მეორე მსოფლიო ომს გადააჭარბა, მაგრამ არაფრით განსხვავდება ნგრევისა და ადამიანური ტკივილის მასშტაბით. პაპუაშვილი ციტირებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. „დღეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი შესრულდა. თავისი ხანგრძლივობით, ამ ომმა უკვე გადააჭარბა დიდ სამამულო ომს, მაგრამ ნგრევისა და ადამიანური ტკივილის თვალსაზრისით ის არაფრით განსხვავდება. ფრონტის ხაზი ისევ იქ არის, სადაც იყო 80 წლის წინ და საქართველო მის ტვირთს ისევე გრძნობს, როგორც 1940-იან წლებში. მართლაც, როგორც დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დღესაც კი ვხედავთ ძალებს, რომლებსაც სჭირდებათ და სარგებლობენ ამ ომის გაგრძელებით. „როდესაც დიდი სახელმწიფოების ინტერესები ეჯახება ერთმანეთს, ყველაზე მძიმე ფასს იხდის ქვეყანა და ხალხი, რომლის მიწაც ბრძოლის ველად გარდაიქმნება. ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. მშვიდობა უნდა სუფევდეს.“ „უკრაინის სახელმწიფო უნდა გადარჩეს“, - წერს ის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპს. „სწორედ ეს არის ხედვა და სული, რომელიც საქართველოს ომის პირველივე დღიდან ჰქონდა. უკიდურესად რთულ ვითარებაში ჩვენ მშვიდობის პოლიტიკას ვატარებდით, ხოლო ისინი, ვინც ომს ეძებდნენ, გარე ზეწოლითა და შიდა პროვოკაციებით ცდილობდნენ საქართველოს ომის ცეცხლოვან რგოლში ჩათრევას. თუმცა, ჩვენ მტკიცედ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები ოთხი წლის წინ და მტკიცედ ვიცავთ მათ დღესაც“, - წერს სპიკერი. პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ დღეს საქართველოსთვის, როდესაც რეგიონი ახალი დაპირისპირების საფრთხის წინაშე დგას, „მდგრადობა, ერთიანობა და სუვერენული არჩევანის დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობაცაა“. „სამწუხაროდ, ომი კვლავ ახლოსაა და კიდევ ერთხელ ემუქრება ათასობით სიცოცხლეს. მშვიდობის ფორმულა კვლავ მიუწვდომელია. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისა და უკრაინელი ხალხისთვის. ვუსურვებთ მათ გამძლეობას და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის
პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა
ომის მე-4 წლისთავზე საქართველომ უკრაინას სოლიდარობა საელჩოში გამოუცხადა.
ივანიშვილის წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ში თავისი წილი დიდი ბრიტანეთის სანქციებამდე 25 დღით ადრე გაყიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
განათლების ე.წ რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება
ომი უკრაინაში
„ოთხი წელი მას შემდეგ, რაც პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო“ - ზელენსკიმ თავისი ბუნკერი აჩვენა და უკრაინელებს მიმართა
რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიას დაარტყა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)