|
2026-02-22 17:26:11, 1141 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთი ამბობს, რომ EU-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს დაბლოკავს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინიტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ ორშაბათს ბუდაპეშტი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა და მიზეზად დაასახელა, რომ უკრაინა მილსადენ დრუჟბის გავლით ნავთობის ტრანზიტს არ ახორციელებს. "უნგრეთი ამ პაკეტს დაბლოკავს. ვიდრე უკრაინა დრუჟბის მილსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, ჩვენ კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ დავუშვებთ", - დაწერა მან X-ზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მუქარებს, რომლის თანახმადაც, თუ კიევი მილსადენ დრუჟბას გავლით ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენდა, მაშინ ისინი საპასუხოდ ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებდნენ. "ულტიმატუმები კრემლს გაუგზავნეთ და არა კიევს", - განაცხადა უკრაინის საგარეომ. სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას საგანგებო მნიშვნელობის მქონე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრებიან. სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ თქვა, რომ თუ კიევი ორშაბათამდე არ უზრუნველყოფს რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენას სლოვაკეთში, ის ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტას დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს - თუმცა, უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, Reuters-ის სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ როგორც უნგრეთმა, ასევე სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დიზელის ექსპორტს შეაჩერებენ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)