|
2026-02-20 16:37:53, 1765 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, მათ მხარდაჭერას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის ინიციატივით, კორპორაციული ბიზნესებისთვის 16-17 თებერვალს, მაკკინზის და კოკრეას ორდღიანი ვორქშოფი გაიმართა. ვორქშოფის მიზანი იყო, საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილებას გასცნობოდნენ და მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა, რაც მათ თანამედროვე ბიზნეს გარემოში გამოწვევების ეფექტურად მართვაში დაეხმარებათ. ღონისძიება ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის ჩატარდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაკკინზის წარმომადგენელთან ერთად - გლობალური სტრატეგიული ხედვის გააზრებაზე, ხოლო კოკრეას მიერ ორგანიზებულ სესიაზე - პერსონალურ და ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაზე ემუშავათ. “საქართველოს ბანკი მრავალი წელია ბიზნესების საიმედო პარტნიორია, რომელიც მათ არამხოლოდ ფინანსურად უჭერს მხარს, არამედ სტრატეგიულ განვითარებაში ეხმარება. ჩვენი მიზანია, პარტნიორ ბიზნესებს მივცეთ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც შემდგომ საკუთარ კომპანიებში გამოიყენებენ. წლებია ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანიებთან - მაკკინზისთან და კოკრეასთან, რის შედეგადაც მივიღეთ უნიკალური გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და გლობალური ხედვა. გვსურდა, ეს გამოცდილება ჩვენი პარტნიორებისთვისაც გაგვეზიარებინა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორი მსგავსი საერთაშორისო კომპანია ერთ სივრცეში ატარებს ვორქშოფს, სპეციალურად ჩვენი პარტნიორებისთვის. ის აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რაც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და ეფექტურად მოერგონ თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)