03:11 - 21 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-20 15:19:34, 335 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ჩიკვაიძის დედა: მთელი პერიოდი, რაც გიორგი ციხეშია, პროკურატურა საპროცესოს სთავაზობს

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა ფორმულასთან თქვა, რომ პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძეს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. მისი თქმით, ეს შემოთავაზება პროკურატურისგან დღეს არ წამოსულა და ეს აზრი "მუსირებს მთელი პერიოდი, რაც გიორგი ჩიკვაიძე ციხეშია".

ეს განცხადება ეკა წერეთელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძის და გიორგი პაპიაშვილს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. 

ეკა წერეთლის თქმით, გიორგი ჩიკვაიძე საპროცესო შეთანხმებაზე წასვლას არ აპირებს.

"ეს დღეს დილას არ ყოფილა შემოთავაზება. მთელი ეს პერიოდი, რა პერიოდიც გიორგი ზის ციხეში, ეს აზრი სულ მუსირებდა და ჩვენ გვქონდა ამის შემოთვლა, რომ ისინი თანახმა იყვნენ საპროცესო გარიგებაზე. ეს დღევანდელი ამბავი არ არის, უბრალოდ დღეს იმიტომ მოხდა, რომ დილას გიორგიმ დამირეკა, ის არ მოვიდა სასამართლოზე და თქვა, რომ აიათოლების სასამართლოზე არ მოვიდოდა და არ დაესწრებოდა. უბრალოდ, ამიტომ წამოვიდა ეს იდეა, თითქოს დღეს იყო ეს შემოთავაზებული.

წეღან პროკურორმა ერთ-ერთ ტელევიზიას მისცა ასეთი ინტერვიუ, რომ ჩვენ არასდროს საპროცესო არ შეგვითავაზებიაო - მე ვარ მოწმე, რომ ყველა სასამართლოზე, რომელიც საქალაქოში ინიშნებოდა, შემოსული არ იყო: "აბა, ბიჭებო, რას ვშვრებითო" [ამბობდა]. რაც შეეხება მოსამართლეებს - სასამართლო ტროიკამ, მოსამართლე სილაგაძის მეშვეობით, შეიძლება, 40 წამი დასჭირდათ, რომ ეს განაჩენი ძალაში დაეტოვებინათ", - თქვა მან.

გიორგი ჩიკვაიძის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მიმართ აღძრული საქმე არ არის სისხლის სამართლის, რადგან, "გიორგი ჩიკვაიძის მიმართ არის დევნა, იმის გამო, რომ ის არ შეეგუა იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

მან მიმართა ქართული ოცნების მთავრობასაც:

"ამ მთავრობას ვურჩევ, გაიხედონ ირანისკენ, ძალიან ცოდა დროა დარჩენილი. თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა, არაფერს აკეთებთ ამ ხალხისთვის", - თქვა ეკა წერეთელმა.

11 მარტს, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით მოსამართლე იზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რისკზე მიუთითებდა.

7 მაისს ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს ქართული ოცნების სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული სესხი დაბლოკა
ტრამპმა გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტარიფების გაუქმების შესახებ
ლევან ხაბეიშვილი: სადაც ერთიანობაა, იქ უნდა ვიყოთ ჩვენც
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე: პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი