03:02 - 20 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 12:12:34, 231 ნახვა

საზოგადოება
ვაიზერმა ტურისტულ სექტორს სამოგზაურო პოლისების ახალი პლატფორმა წარუდგინა

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერმა”, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად ტურისტულ სექტორის კომპანიებს სამოგზაურო დაზღვევის ახალ პლატფორმა წარუდგინა.

17 თებერვალს სასტუმრო “არტიზან დიზაინ ჰოტელში” გამართულ შეხვედრას საქართველოს 100-მდე კერძო ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოფიო ლებანიძემ და გენერალურმა დირექტორმა მაია კალანდაძემ სტუმრებს სპეციალურად ტურიზმის სექტორის კომპანიებისთვის პოლისების მართვის ახალი პლატფორმა წარუდგინეს.

“2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კანონმდებლობით სავალდებული გახდა უცხოელი ვიზიტორების ჯანმრთელობის დაზღვევა. ცოტა ხნის წინ, სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემომრანდუმი გაფორმდა, რაც საშუალებას იძლევა ვიზიტორებს გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ ოპერატიულად და სწრაფად”-განაცხადა მაია კალანდაძემ.  

“საქართველოს ტურიზმის სექტორის კომპანიებს წარვუდგინეთ პოლისების მართვის ახალი პლატფორმა, რომელიც გათვლილია როგორც შემომსვლელი, ასევე გამსვლელი ტურისტების მომსახურებაზე. პლატფორმა საშუალებას იძლევა ყველა ტურისტმა ისარგებლოს “ვაიზერის” ისეთივე მაღალი ხარისხის და ოპერატიული ჯანმრთელობის სერვისებით, როგორც საქართველოს 100 ათასზე მეტმა დაზღვეულმა 16 წლის მანძილზე. მარტივი, სწრაფი და ციფრული სერვისი საქართველოს ტურისტულ კომპანიებს დაეხმარება ტურისტებს შესთავაზონ მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტი, საქართველოს ლიდერი სამედიცინო ჰოლდინგის PSP ჯგუფის წევრი კომპანია “ვაიზერისგან” - განაცხადა სოფიო ლებანიძემ.  

“საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და სადაზღვევო კომპანია “ვაზიერს” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ორ სექტორს შორის ორმხრივად საინტერესო პროექტების შექმნასა და განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ახალი ციფრული პლატფორმა სპეციალურად ტურისტული კომპანიებისთვის შეიქმნა, რაც თავის მხრივ მათ საქმიანობასაც უფრო სწრაფს და ოპერატიულს გახდის. დღეს პირველი ასეთი პროდუქტის წარდგენა მოხდა და სასიამოვნოა, რომ ტურიზმის სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია” - განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თამჯდომარემ.

შეხვედრის დამსწრე სტუმრებს საშუალება მიეცათ სასტუმრო “არტიზან დიზაინ ჰოტელის” განსაკუთრებული შეთავაზებით იაკობ ნიკოლაძის მუზეუმი დაეთვალიერებინათ.

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერი”, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად, ტურიზმის სექტორის გაძლიერებისთვის ბევრ საინტერესო პროდუქტის წარდგენასა და აქტივობას გეგმავს.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ISW: პუტინი საზოგადოებას ახალი „ნაწილობრივი მობილიზაციისთვის“ ამზადებს
რუსი ჯარებისთვის Starlink-ისა და Telegram-ის სერვისების გათიშვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წარმატებული კონტრშეტევების ორგანიზების საშუალება მისცა
ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ჟურნალისტმა გურამ როგავამ TV ფორმულა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი