|
2016-03-30 10:48:12, 428 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი თბილისშია
საქართველოს დღეს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი ეწვია. როგორც „ექსპრესნიუსს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს, ჰემონდი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ჰემონდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრე ჰოლ-ჰოლი და ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი დახვდნენ. მისი ვიზიტის მთავარი მიზანია, საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ მხარდაჭერის გამოხატვა. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, საქართველოს მთავრობის წევრებთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან. იგი აგრეთვე გვირგვინით შეამკობს თბილისში მდებარე გმირთა მემორიალს. ჰედმონდი სიტყვით გამოვა „სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა“ ფორუმზე“; დაესწრება მარინა ციციშვილისთვის ბრიტანეთის სამეფო ორდენის გადაცემის ცერემონიას და ეწვევა კომპანია BP-ის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობას. ვიზიტზე საუბრისას ბატონმა ჰემონდმა განაცხადა: მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და როგორც წარმატების მაგალითს რეგიონში. „ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და როგორც წარმატების მაგალითს რეგიონში. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრობის და ორმხრივი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარების გზაზე, რაც მას კიდევ უფრო დაახლოებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტი აქვს რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყოველთვის ძალიან მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ ისეთ ქვეყნებს როგორიც საქართველოა, უნდა ჰქონდეთ საშუალება სუვერენული არჩევანისა, გარეშე ძალების ჩარევის გარეშე. 2016 წელს საქართველო დამოუკიდებლობის 25 წელს აღნიშნავს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ ოქტომბრის არჩევნები, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს დამოუკიდებლობის პერიოდში მიღწეულ დემოკრატიის პროგრესს", - განაცხადა ჰემონდმა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)