|
2026-02-17 12:59:31, 303 ნახვა
პოლიტიკა
ნიკო კვარაცხელიას დედა: ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა
ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე, ნიკო კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ ფორმულასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქმე გამოუძიებელი იყო, რადგან - "არ იყო პოლიტიკური ნება", ამჯერად კი, - "ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა, რომ ეს საქმე გაეხსნა". ის ასევე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ დასახელებული მკვლელობის მოტივი - "აბსოლუტურად დიდი ტყუილია" და ამაზე მოგვიანებით, "არგუმენტირებულად ისაუბრებს". მან თანამებრძოლებს, ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა. "მადლობა ღმერთს, მადლობა თანამებრძოლებს, ჟურნალისტებს, ვინც ამ 5 წლის განმავლობაში იდგა ჩემს გვერდით, აშუქებდა ყველაფერ ამას და მაძლევდა საშუალებას, რომ საზოგადოებამდე მიმეტანა ყველაფერი, თუ რა ხდებოდა და როგორ მიდიოდა ეს პროცესები. ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს, ჩემთვის დაუჯერებელი იყო, ვინაიდან, ჩვენ ამ ახალგაზრდებთან არანაირი შეხება არ გვქონდა და მოტივიც ჩემთვის წარმოუდგენლად, არა ერთხელ მითქვამს, რომ ნიკო კვარაცხელია მოკლეს შეკვეთით და შეკვეთილი მოტივით და მე ამას აუცილებლად დავამტკიცებ, თუ ვის ტვინში მოიხარშა მსგავსი სიბინძურე. ფაქტობრივად, მთელი დარჩენილი ცხოვრება, მე ამის გარშემო უნდა ვიტრიალო - იმდენი რგოლია ამ მკვლელობაში ჩართული, რომ ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე არ დასრულდება გამოძიება. მაშინ, როდესაც 5 წელი დასჭირდა იმას, რაც ვნახეთ დღეს პროკურატურის ბრიფინგზე. მეორე დღესვე, ნიკო კვარაცხელიას საქმე იყო გახსნილი, იმიტომ რომ ტაქსის მძღოლმა, ღირსეულმა მოქალაქემ ისეთი ჩვენება მისცა პროკურატურას, რომ მარტო იმ ჩვენებით შეეძლოთ მონაწილე ფიგურანტების გამოვლენა და დაკითხვა, მაგრამ, არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია, თავის დროზე რატომ შეიკავა თავი პროკურატურამ, არია-დარია ყველაფერი და 5 წლის თავზე, ისეთ კადრებს გვაჩვენებს, რაც შეიძლებოდა მეორე დღესვე ყოფილიყო ნაჩვენები და მეორე დღესვე დასმოდა წერტილი ყველაფერ ამას. ვერ გეტყვით, მალავდნენ თუ რას შვრებოდნენ, მაგრამ ვიტყვი, რომ არ იყო პოლიტიკური ნება და სწორედ ამიტომ, ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა, რომ ეს საქმე უნდა გაიხსნას. მაგრამ მოტივი, რაც სახელდება, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად დიდი ტყუილი და თუ რა იყო ამ მკვლელობის მოტივი, მიზანი, ამ ყველაფერზე მე აუცილებლად არგუმენტირებულად, სახელებით და გვარებით ვისაუბრებ. [...] რეალური მოტივი არის ის, როგორც ყველა დროში, ასეთ ჭკვიან, ნიჭიერ ახალგაზრდებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ ძალიან სერიოზული ამბიცია თავისი ნიჭით იშორებენ, არიან სპეციალური სამსახურები, რომლებიც იშორებენ და ხან დედას შეფუთავენ, ხან მამას, ბებიას და მეზობელს. ეს არის ამის რეალური მოტივი", - თქვა იზა ომაძემ. *** პროკურატურა აცხადებს, რომ ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას. ბუსა ჟვანია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილია. გურამ და დავით კაკულიები სისხლის სამართლის სხვა საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან. რაც შეეება ბესარიონ ჟვანიას, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება. პროკურატურის ცნობით ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს.
სუს-ი -დავითაშვილი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა, შეხვედრაზე არ ყოფილა
რუსეთი საქართველოს „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად მიიჩნევს
Yandex Eats საქართველოს მიტანის ბაზარს ტოვებს
„ეკონომიკა სიკვდილის ზონაში შევიდა“. რუსეთის ბიუჯეტის სისტემაში „ხვრელი“ 2025 წლისთვის 8 ტრილიონ რუბლს აჭარბებს
|
რედაქტორის რჩევით
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს პორტს შეუტიეს
ზელენსკი: ჩვენ პარტნიორებთან 24 თებერვლამდე მასშტაბურ დახმარების პაკეტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)