02:44 - 14 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-13 18:55:31, 273 ნახვა

EU-ის სპიკერი გრანტების კანონზე: დემონსტრირებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის EU-სკენ მიმავალ გზას

შემოთავაზებული ცვლილებები აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მცდელობების შემდგომ ესკალაციას, მკვეთრად შეზღუდოს ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კითხვა ეხებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას და ასევე იმას, რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი, თუკი „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებენ.

„ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის შეშფოთება პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებასთან წამოჭრა. თუ ამ ზომებს მიიღებენ, ეს კიდევ უფრო ჩაახშობს ძირითად დემოკრატიულ თავისუფლებებს. ეს კანონმდებლობა შეეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს. რაც შეგვეხება ჩვენ, ევროკავშირს, ყოველთვის გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. სანქციების თვალსაზრისით, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ რეაგირებაში და ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა. შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტები, შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ დახმარების გაწევა და შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, თანამდებობის პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბიშვილს შეხვდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა. პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ჩვენ პარტნიორებთან 24 თებერვლამდე მასშტაბურ დახმარების პაკეტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინასთან შეთანხმების დადება სურს და ზელენსკიმ „უნდა გადადგას ნაბიჯი“
მერცმა ევროპული ბირთვული ფარის შექმნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი