|
2026-02-11 13:01:18, 307 ნახვა
ეკონომიკა
238 380 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 380 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 238 380 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. - იუწყება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 238 380 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია - 190 420 (80%) 44910 ხელშეკრულება (19%) მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 0.90 %-ია გაფორმებული. ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.201 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.828 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.644 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.254 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.415 მლრდ. ლარი. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 66 980 ლარს, სამომხმარებლო სესხის 35 200 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 139 000-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 707 500 ლარს შეადგენს. ინფლაციამ იანვარში 4.8% შეადგინა. ეს ძირითადად გამოწვეულია სურსათზე თითქმის 11%-იანი ფასების ზრდით. ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა რეგულატორი ფიქრობს, რომ ფასების შემდგომი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. შიდა და საგარეო რისკების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხერხდა. ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ის არ ამკაცრებს პოლიტიკას, რადგან მიიჩნევს, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა (სურსათი) და ფუნდამენტური ინფლაცია (საბაზო) კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, თუ მაღალი საერთო ინფლაცია გახანგრძლივდა, ეს მიდგომა შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და საბოლოოდ მაინც მოითხოვოს გამკაცრება, რისი მზაობაც რეგულატორმა დააფიქსირა.
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა
რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია ემსხვერპლა
კალაძე - 2008 წელს ბერლუსკონიმ პუტინს ჩემი თანდასწრებით დაურეკა, მალევე ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას.
სასამართლომ გიგი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
|
რედაქტორის რჩევით
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ომი უკრაინაში
უკრაინა საკუთარ „დრონების საწინააღმდეგო გუმბათს“ ქმნის
ზელენსკი უკრაინაში არჩევნებისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის ერთსა და იმავე დღეს ჩატარებას გეგმავს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)