|
2026-02-11 12:18:16, 1522 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი BARTA 2025 დაჯილდოების გამარჯვებულია
2025 წლის “საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო” BARTA-ს დაჯილდოების მეშვიდე ცერემონიაზე გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოვლინდნენ. მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში, ნომინაციაში “წლის საპატიო ჯილდო”, გამარჯვება ბაზისბანკმა მოიპოვა, რაც, BARTA-ს დაჯილდოების ფარგლებში, ბაზისბანკისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაზისბანკი ორიენტირებულია კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ხაზს უსვამს ბანკის ანგარიშების გამჭვირვალობასა და მდგრადობის მაღალ ხარისხს. „ბაზისბანკმა, მსხვილ საფინანსო კომპანიებს შორის, წლის საუკეთესო ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით მოიპოვა გამარჯვება. ბარტას ფარგლებში წელს ჯილდო მეორედ მივიღეთ, გასულ წელს გავიმარჯვეთ, როგორც საუკეთესო დებიუტანტი მსხვილი საფინანსო კომპანია. აღნიშნული ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, ვინაიდან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტისთვის გამჭვირვალობა არის და უნდა იყოს ის ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია თითოეული კომპანიის განვითარება. შესაბამისად, საამაყოა, რომ სწორედ ბაზისბანკი გახდა გამარჯვებული აღნიშნულ ნომინაციაში.“- აღნიშნავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა. BARTA-ს დაჯილდოება მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება. ღონისძიების ორგანიზატორია BARTA-ს კომიტეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG), სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის (RSF) წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)