02:55 - 11 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 16:26:38, 245 ნახვა

საზოგადოება
განათლების ხელშესაწყობად - „თეგეტას“ მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა

განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ ხედვით კომპანიამ ერთი წლის წინ სოფელ ონტოფოში მდებარე საუკუნოვან ბიბლიოთეკასთან პარტნიორობა გააფორმა და მის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის რეალიზება შეძლო. მათ შორისაა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ესეების კონკურსი - „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივითა და „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით მოეწყო.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგის“ დონაციის პლატფორმა Tegeta Care-ის ბენეფიციარების გრძელვადიანი მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც ადგილობრივი თემისა და ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავენ.

ესეების კონკურსი კარგი შესაძლებლობა იყო, ონტოფოს ბიბლიოთეკის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. კერძოდ, მას წიგნების ფონდის შევსებაში დავხმარებოდით და ადგილობრივი ახალგაზრდები წაგვეხალისებინა, განათლების მიღების პროცესში უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ - ესარგებლათ ბიბლიოთეკით, წაეკითხათ წიგნები მათთვის საინტერესო თემებზე და საკუთარი აზრი ესეების სახით გამოეხატათ. ამ ინიციატივის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნო პროცესი იყო“.

ესეების კონკურსი „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით 2025 წელს პირველად გაიმართა, ორ ასაკობრივ ჯგუფს - V-VII და VIII-XII კლასის მოსწავლეებს - აერთიანებდა. კონკურსის მიზანი იყო ბავშვებისთვის კითხვის, ანალიზისა და საკუთარი აზრის გამოხატვის წახალისება, ასევე ბიბლიოთეკასთან უფრო აქტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

„თეგეტამ“ ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის გამრავალფეროვნებისა და განახლებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსიც გამოყო, რათა ბავშვებს კიდევ უფრო დიდი არჩევანი ჰქონოდათ და ესეების კონკურსისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ.

 

თათია ნადარეიშვილი, ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრი, ავტორი და ილუსტრატორი: „კონკურსის იდეა ახალგაზრდა მკითხველების გააქტიურების სურვილიდან გაჩნდა. გვინდოდა, ბავშვებისთვის მოტივაცია მიგვეცა, ბიბლიოთეკიდან წიგნები გაეტანათ, წაეკითხათ და წაკითხულის შესახებ საკუთარი აზრი ესეების დახმარებით გადმოეცათ. ამან შედეგი მართლაც გამოიღო, ბევრმა ბავშვმა, სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში, პირველად გაიტანა წიგნი ჩვენი ბიბლიოთეკიდან.

ამგვარი ინიციატივების განხორციელება და მათი მხარდაჭერა ონტოფოს მსგავს სოფლებში ცხოვრების გამოსაცოცხლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სოფელში უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ბავშვებს, და არამხოლოდ მათ, არაფორმალურ განათლებაზე ხელი მიუწვდებათ“.

ესეების კონკურსის ფარგლებში „თეგეტა გრინ პლანეტმა“, რომელიც „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერი იყო, სპეციალური „მწვანე პრიზი“ დააწესა. ჯილდო გარემოსდაცვით თემაზე დაწერილი საუკეთესო ესეის ავტორს გადაეცა და მისი მფლობელი მარიამ დავითაია გახდა. ამ გზით კომპანიამ ადრეული ასაკიდანვე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ გარემოს დაცვა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი არ არის, ეს კომპანიის ღირებულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გვჯერა, რომ სწორედ მომავალი თაობა მიიღებს ინოვაციურ და პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერები ვყოფილიყავით. კონკურსის ფარგლებში ძალიან საინტერესო ნაშრომები მივიღეთ და ყველა მონაწილეს დიდ წარმატებას ვუსურვებთ“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს ბიბლიოთეკა 1912 წელს დაარსდა და დღეს, 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ახალი მიზნებითა და ფუნქციით აგრძელებს არსებობას. სამზრუნველოს ინიციატივით ის საზოგადოებრივ ცენტრად ყალიბდება, სადაც ბავშვებსა და ზრდასრულებს არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებზე აქვთ წვდომა.

ბიბლიოთეკის განახლების ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგმა“ მისი ტექნოლოგიური აღჭურვა და წიგნების ფონდის გამრავალფეროვნება უზრუნველყო. ეს პარტნიორობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და საზოგადოების თანამშრომლობას, შექმნას რეალური, გრძელვადიანი ღირებულება - მით უფრო რეგიონებში, სადაც განათლებაზე ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

--

განათლების მხარდაჭერა თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაათეგეტა აკადემია პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებითგარდა ამისა, ჰოლდინგი Tegeta.care-ის პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. „თეგეტას“ თანადგომით წიგნების ფონდით შეივსო და ტექნოლოგიურად გაიმართა 20-მდე ბიბლიოთეკა სხვადასხვა რეგიონში; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 1 000-მდე მოზარდი; მცხეთა-მთიანეთის 30-ზე მეტ სოფელში 500-მდე მოზარდი სასურველი წიგნებით დასაჩუქრდა, „თეგეტამ“ საგანმანათლებლო პროექტებისთვის გასცა 5 000-ზე მეტი წიგნი; პარტნიორებთან ერთად 10 გოგოს დაუფინანსა ციფრული პროფესიების სწავლება და .. „თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლების მონაწილეობა, სხვადასხვა ინიციატივაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.
მაკრონი: ტრამპის ადმინისტრაცია ღიად ეწინააღმდეგება ევროპას
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის 10-10%-იანი წილი 5-მა ჟურნალისტმა 100-100 ლარად იყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი