02:55 - 11 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 11:57:04, 228 ნახვა

საზოგადოება
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ; ასევე, 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

ფორუმის მიზანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზება იყო; ასევე, საერთაშორისო ინვესტორებისა და საქართველოს წამყვანი კომპანიების დაკავშირება.

ღონისძიებაზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევა თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ წარადგინა.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის მიხედვით, 2019-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველადი ბაზარი დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა.  ბაზრის 68%-ს თბილისი იკავებს, ხოლო 21%-ს - ბათუმი. დედაქალაქში უძრავი ქონება ძირითადად საცხოვრებელი მიზნით იყიდება (80%), ხოლო ბათუმში - საინვესტიციო მიზნით (85%).

მოთხოვნის ყველაზე მაღალი ზრდა ბაზარზე 2022 წელს დაფიქსირდა და 29.5% შეადგინა, რაც უმთავრესად მიგრაციულ ნაკადებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ ფაქტორმა გააძლიერა უძრავი ქონების მიმართ ინტერესი როგორც გაქირავების, ისე ყიდვის მიმართულებით. მომდევნო წლებში მოთხოვნამ ნორმალიზება დაიწყო და 2024-2025 წლებში 5.6-6.0%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზრდა 4.5%-ითაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ფასებს, 2019-2025 წლებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება თბილისში წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდებოდა. მიმდინარე წელს კი, თიბისი კაპიტალი ფასების 3.2%-ით მატებას პროგნოზირებს.

2022 წელს მოიმატა გასაქირავებელმა ფასმაც, ბაზარმა ნორმალიზება 2023 წლის მარტიდან დაიწყო. 2025 წელს კვადრატული მეტრის გასაქირავებელი ფასი 11%-ით შემცირდა და $10.4 შეადგინა. 2026 წელს კი მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი აღარ არის. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქირის მაჩვენებელში მცირედი კორექტირება გაგრძელდება და 2.1%-ის ფარგლებში შემცირდება.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების პოტენციური მიწოდება მზარდია: 2025 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები 2%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი იქნება.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.
მაკრონი: ტრამპის ადმინისტრაცია ღიად ეწინააღმდეგება ევროპას
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის 10-10%-იანი წილი 5-მა ჟურნალისტმა 100-100 ლარად იყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი