2026-02-04 11:53:43, 295 ნახვა
შსს: ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2003 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავეს.
"დაკავებული ბ.ე. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარა- თაღლითობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა". - წერს შსს.
შსს-ს ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,