03:23 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 15:46:32, 666 ნახვა

პოლიტიკა
ვანო მაჭავარიანი: სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამომიგზავნეს, რომლის გავრცელებაც დაანონსდა

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს.

როგორც მაჭავარიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა ვიდეოკადრებს ედო ფოტოები, რომელზეც ჩანდა ორი ადამიანის ფიგურა და მეტყველებდა, რომ ეს ფარული კადრები იყო.

"მე მქონდა ორი კვირის წინ ინტერვიუ „მაესტროზე“,ძალიან მკაცრად ვისაუბრე იმ თემაზე, რომ ეს არის მთავრობის ხელი და მთავრობას ძალუძს, რომ ესეთი რამე აკეთოს და შევიდეს ინტერნეტსივრცეში. ზუსტად სამ დღეში მე დამიბლოკეს Facebook-ი და მაგრძნობინეს, რომ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. გამომიგზავნეს ასევე კადრები, რომლებიც მე რა თქმა უნდა, არ გავხსენი. ეს ის კადრები იყო, რომელიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტსივრცეში. მომივიდა რამდენიმე გზავნილი, სადაც იყო შეთავაზება, ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრები. ეს იყო გამოგზავნილი გაუგებარი ინტერნეტ წყაროდან, რომელიც თავისთავად, ჩემთვის არ არის საინტერესო და მიმაჩნია, რომ ეს არის ბინძური შანტაჟის და დატერორების მცდელობა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics