05:24 - 04 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-03 14:12:03, 329 ნახვა

პროფილურმა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ კომიტეტის წევრებს კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები გააცნო.

ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი− XII კლასი). ამასთან, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.

სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც აგრეთვე დაამტკიცებს სამინისტრო.

ცვლილებებით, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთში კოღოს მიერ გავრცელებული ჩიკუნგუნიას ვირუსით 7000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტი 18 თებერვალს საქართველოზე ანგარიშს გამოაქვეყნებს
Axios: ირანი აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილის და ფორმატის შეცვლას ითხოვს
თბილისის მსოფლიო თასზე ფარიკაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი