02:39 - 31 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 17:18:41, 249 ნახვა

ირანის საგარეო მინისტრი ამბობს, რომ ირანი აშშ-სთან სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ირანი აშშ-თან „სამართლიანი“ მოლაპარაკებებისთვის მზად არის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სტამბოლში თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აბას არაღჩის თქმით, საკითხი არ უნდა შეეხოს ირანის თავდაცვით შესაძლებლობებს.

„მოლაპარაკებები სამართლიანი და თანასწორი თუ იქნება, ირანი მზად არის, ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

ამასთან, აბას არაღჩის თქმით, ჯერჯერობით თეირანსა და ვაშინგტონს შორის რაიმე სახის შეხვედრა ჩანიშნული არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ გეგმავს ირანთან დალაპარაკებას, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ირანისგან, ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის გარდა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვასაც მოითხოვს, თეირანი კი ამის წინააღმდეგია. აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ასევე ომისთვის. ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონფტრონტაციის თავიდან ასარიდებლად დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩართული არიან თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსახიობი კეტრინ ო’ჰარა, რომელიც კევინის დედის როლს თამაშობდა ფილმში „მარტო სახლში“, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
იგორ გიორგაძე უარყოფს ენგურის ხიდთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტში მონაწილეობას
პროკურორი ადასტურებს, რომ დაპირისპირების საფუძველი ქურდული სამყაროს მხარდაჭერა გახდა – შარაშიძის საქმე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი