|
2026-01-26 12:10:30, 1377 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance: მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი საუკეთესოა საქართველოში
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა 56 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით. გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესოდ ბანკად დაასახელა საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. როგორც Global Finance-ის რედაქცია აღნიშნავს, ჯილდოს მიზანი ისეთი გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი ფინანსური ლიდერების გამოვლენა და აღიარებაა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში. ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსება მიმართულია განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტური მშენებლობების, ჯანდაცვის, განათლების და სხვა, დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის სექტორებისკენ/საქმიანობებისკენ. „მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობა მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე სულ უფრო და უფრო იზრდება, რასაც ხელს უწყობს მდგრადი დაფინანსების მოცულობის ზრდა. შესაბამისად, Global Finance-ის მდგრადი დაფინანსების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებასა და გამოვლენას ემსახურება, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა კრეატიულ, ინოვაციურ გადაწყვეტებს და სექტორში მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერის პოზიციებს იკავებენ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი. "Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მონიჭებული ჯილდო - “2026 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით” - ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიისა და სისტემური მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის მდგრადობა არ არის ცალკეული ინიციატივა - ის ინტეგრირებულია ჩვენს ბიზნეს მოდელში, რისკების მართვაში და პროდუქტების განვითარებაში. ვმუშაობთ მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული დაფინანსების გაფართოებაზე, ESG შეფასებების გაძლიერებაზე და ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც ერთდროულად ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და პოზიტიურ გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას. ჩვენი წარმატება და Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება საქართველოს ბანკის 9000-ზე მეტი თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ეს ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ლიდერობა საქართველოს ფინანსურ სექტორში მდგრადი განვითარების მიმართულებით”, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსების ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულების შერჩევა დამოუკიდებელი მკვლევრებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა როგორც მმართველობით პოლიტიკასა და მიზნებს, ასევე მიღწევებს გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო მოიპოვეს ისეთმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიც არის: Ameriabank (სომხეთი), Deutsche Bank (გერმანია), Societe Generale (საფრანგეთი), HSBC (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)