|
2026-01-26 12:06:44, 1431 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 270 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მწვანე დაფინანსების გაძლიერებას მოხმარდება. ფინანსური რესურსის ძირითადი ნაწილი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. 20% ქალი მეწარმეების გაძლიერებას, ხოლო 30% - მწვანე ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება. "კერძო სექტორის გაძლიერება ADB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ ზრდას, განვითარებას და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. თიბისი ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ახალი თანამშრომლობა საქართველოში გრძელვადიან, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს”, - განაცხადა ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა. „ვაფასებთ ADB-სთან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და მათ უწყვეტ მხარდაჭერას. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და შესაძლებლობას მოგვცემს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. MSME სექტორის, ქალი მეწარმეებისა და მწვანე ინვესტიციების მხარდაჭერა სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში", - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი კერძო სექტორისთვისაა გამოყოფილი. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს, ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღრმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის აშენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)