|
2016-03-29 11:12:17, 715 ნახვა
სამართალი
თბილისში ბინის გაქურდვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული მალხაზ დ., 1972 წელს დაბადებული ხვიჩა მ., 1982 წელს დაბადებული ზაზა დ. და 1964 წელს დაბადებული დავით კ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის შესახებ წინასწარ შეთანხმდნენ, რაც სისრულეში 23 მარტს, დილის საათებში მოიყვანეს. ბრალდებულებმა საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის საკეტი გატეხეს, ბინაში შეაღწიეს, ძვირფასეულობა და ფული მოიპარეს. "სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას მოპარული ძვირფასეულობა და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ზარალმა 14307 ლარი შეადგინა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით)",-აცხადებენ შსს-ში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)