|
2015-02-18 15:24:33, 1060 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულება გაფორმდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ სააგენტო „რიანოვოსტი“ იუწყება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სამომავლოდ სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ გვერდზე „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მეზობელი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობაზე და მასში საქართველოს როლზე იყო საუბარი. „მსგავსი დოკუმენტის არსებობა ნებისმიერ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქართული მხარისგან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს და რუსეთი გეგმავს სამხრეთ ოსეთის ანექსიას, მიერთებას ან შთანთქმას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელების მიზანს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია წარმოადგენს. თუმცა რუსეთის ურთიერთობა, როგორც სამხრეთ ოსეთთან ისე აფხაზეთთან ურთიერთ თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე და ურთიერთ პატივისცემაზეა დაფუძნებული“,-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)