|
2016-03-29 10:40:18, 490 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროპა არის სივრცე, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია
ჩვენთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერმა ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. "ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის თითოეული კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის: საგადასახადო შეღავათები, ინფრასტრუქტურა, მმართველობის სისტემა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ოთხივე კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ზრდის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად. წელს ჩვენ მოველით 3-3,5 პროცენტიან ზრდას, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი მიაღწევს 5,5-6 პროცენტს", - განაცხადა პრემიერმა. "საინტერესო მოვლენების მოწმენი ვართ. ბრიტანელები კენჭს უყრიან ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხს. თქვენ ხართ ევროკავშირის თავგამოდებული მხარდამჭერი, ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისისა და ტერაქტების მიუხედავად. თქვენ თვლით, რომ ევროკავშირი არის საქართველოს გზა. რატომ?", - მიმართა ჟურნალისტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. "საქართველო არის ევროპა. ევროპა არის საქართველოს სახლი. ჩვენთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები, და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან ნატო იყოს ვინმეს წინააღმდეგ", - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დასძინა, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა. "მეორე მხრივ, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, რაც გულისხმობს ჩვენს სუვერენულ არჩევანს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - დასძინა კვირიკაშვილმა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა რუსეთი დღესაც ნომერ პირველი საფრთხე საქართველოსთვის, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, ვერ იტყვის, რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის. გამოვთქვამთ იმედს, რომ შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება დაძაბულობის განმუხტვისკენ, რათა ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდეს ზრდა და განვითარება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. გარდა ამისა, ჟურნალისტმა ირანის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხზე ისაუბრა და პრემიერს ჰკითხა, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს უსაფრთხო და ეფექტიან გზად ირანის მზარდ ბაზარზე გასასვლელად. "ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს ევროპელი ინვესტორებისთვის, რადგანაც რეგიონში არის ქვეყანა, რომელიც მათ სთავაზობს ბაზას რეგიონისა და მის მიღმა მყოფ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის. საქართველო და მისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ უნდა იყოს მზად ამისთვის. სწორედ ამიტომაც არის საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)