|
2015-02-18 15:19:57, 1061 ნახვა
საზოგადოება
ინტერნეტით ამონაწერის განახლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოპულარული ელექტრონული სერვისია
ბიზნესსუბიექტის შესახებ ამონაწერის ინტერნეტით განახლების სერვისით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, გასულ წელს ელექტრონული ამონაწერის მომსახურებით 9103-მა მომხმარებელმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი 2013 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2013 წელს ინტერნეტით ამონაწერი 6469-მა პირმა განაახლა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბიზნესსუბიექტის შესახებ დაინტერესებულ პირებს ამონაწერის განახლებას სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.napr.gov.ge-ის და www. my.gov.ge-ის დახმარებით სთავაზობს. მომხმარებლებს ნებისმიერ დროს საშუალება აქვთ, ამონაწერის მისაღებად ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა შეავსონ, მომსახურების საფასური ელექტრონულად, საბანკო პლასტიკური ბარათით გადაიხადონ და ამონაწერი განსაზღვრულ ვადაში ასევე ელექტრონულად მიიღონ. ელექტრონული ამონაწერის მზადყოფნის შესახებ მომხმარებელს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნება. სააგენტოს მიერ მომზადებული ამონაწერის მიღება დაინტერესებულ პირს ასევე ვებგვერდის საშუალებით შეუძლია. ელექტრონული ამონაწერის სერვისი ბიზნესსუბიექტებს საქმიანობას მნიშვნელოვნად უმარტივებს და მათ დროისა თუ ხარჯების დაზოგვის საშუალებასაც აძლევს. აღსანიშნავია, რომ ამონაწერის სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით განახლება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს. მომხმარებლებს დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა და განახლებული ელექტრონული ამონაწერის იმავე დღეს მიღებაც შეუძლიათ. გარდა ამისა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონული პროგრამა ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი საფასური გარეშე მოიძიოს, ვინ არიან ამა თუ იმ ბიზნეს კომპანიის მეწილეები, მფლობელები, დამფუძნებლები, მიიღოს ინფორმაცია წილების რაოდენობისა და რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შესახებ. ცნობისთვის, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონული პროგრამა 2010 წლიდან მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ამოქმედების შედეგად, საჯარო ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, თავად ინფორმაციის მიღების პროცესი კი მნიშვნელოვნად გამარტივდა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)