|
2016-03-28 18:38:53, 370 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩებმა გიორგი მარგველაშვილს საქართველოში თავიანთი ვიზიტის მიზანი გააცნეს და აღნიშნეს, რომ ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობით. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ყურადღება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ ბოლო დროს განახორციელა სხვადასხვა სფეროში. შეხვედრისას საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები არიან გაეროსთან. ვიზიტის ფარგლებში ელჩებს დაგეგმილი აქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის, ასევე წეროვანის დევნილთა დასახლებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთის მონახულება. გაეროსთან აკრედიტებული ელჩები შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთანაც გამართავენ. შეხვედრას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორიგ აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)