|
2016-03-28 18:25:35, 1178 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო, კომპანია „ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“ სამხედროებზე იზრუნებენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და კერძო კომპანიები - „ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათ ოჯახის წევრებზე ერთობლივად იზრუნებენ. თავდაცვის უწყებასა და კომპანიებს შორის დღეს სამი მემორანდუმი გაფორმდა. სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტებს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მოაწერა. „ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში. კერძო სექტორი გამოხატავს მზადყოფნას, რომ გადაინაწილოს ის ტვირთი, რასაც ჰქვია ჩვენს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა. ამ შემთხვევაში რამდენიმე კომპანიამ შემოგვთავაზა შეღავათიანი მომსახურება არა მხოლოდ დაჭრილი, არამედ, მოქმედი სამხედროებისთვისაც. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა - სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ერთად გასწევენ იმ ჭაპანს, რასაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და განვითარება ჰქვია“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ამასთან, უწყების თავდაცვის უწყების აინფორმაციით, „ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“, რომელიც, თავის მხრივ, „ალგანსა“ და „როიალ სერვისს“ აერთიანებს, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს სხვადასხვა პოზიციებზე დაასაქმებენ. „ალგანი ჯგუფი“ მსურველებს დაცვის თანამშრომლის, სწრაფი რეაგირების თანამშრომლის, ტექნიკოსის, მძღოლის, გარე გაყიდვების აგენტის, ასევე, დამლაგებლის, მწმენდავის, ელექტრიკის, სანტექნიკოსის ვაკანსიებს სთავაზობს. საჭიროების შემთხვევაში კომპანია კანდიდატთა გადამზადებას, სტაჟირებასა და შემდგომ დასაქმებასაც უზრუნველყოფს. „ბონჯორნო“, რომელიც ქიმწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს საკუთარ კომპანიაში დასაქმებას, თავად სამხედრო მოსამსახურეებს კი მომსახურებაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანია ამპუტირებულ და ანოფთალმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, დამატებით, პირადი ნივთების ადგილზე მიტანასაც უზრუნველყოფს. ხოლო, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში კომპანიის მომსახურებაზე 10%-იანი ფასდაკლების მიღება თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის, კვალიფიკაციისა და განათლების გათვალისწინებით, სამუშაო ადგილების მოძიებაზე თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი ზრუნავს. დეპარტამენტი დასაქმების შემთხვევაში აღნიშნული პროცესის მონიტორინგსაც ახორციელებს.
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)