17:09 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 16:46:59, 629 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 25 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და თბილისის მერი დავით ნარმანია იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებსაც თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრომ კალოუბნის ქუჩაზე არსებული 25 ბინა, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში,  ს.ს „ტრანსმშენი“-სგან კონკურსის საფუძველზე შეიძინა.

მათივე ინფორმაციით, კალოუბნის ქუჩა N22-ში არსებული საცხოვრებელი ფართების უმეტესობა  გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა, ბინების ნაწილი კი ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ.  25  ბინიდან  3-ერთოთახიანია, 17-ოროთახიანი, 4-სამოთახიანი, ხოლო 1-ოთხოთახიანი. ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები  როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა მიიღეს. 

პირველად, 2015 წელს, 22-წლიანი დევნილობის შემდეგ, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცა, რის შედეგადაც 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. 2016 წელს, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 500 დევნილი ოჯახი მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics