07:07 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-13 14:59:20, 538 ნახვა

წილოსანი: ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მეტი სიბინძურის ამოყრა არ იქნებოდა სასურველი

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილისთვის მისჯილ პატიმრობას ეხმაურება.

"ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა. ის იყო პრემიერმინისტრი და რა თქმა უნდა, საკმაოდ მტკივნეული და დამაზიანებელია ყველასთვის რომ ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი, რომელიც საკმაოდ დიდი რეიტინგით სარგებლობდა, ამ ბრალის წინაშე აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ყველა რისკი მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი. მათ შორის სასამართლო პროცესები ამას უზრუნველყოფს ხომ? უამრავი მოწმე იკითხება, ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად ვეთანხმები", - ამბობს ის. 

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ქართული ოცნების ყოფილ პრემიერს 5 წლის თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.  

ის უკვე შეასახლეს რუსთავის ციხეში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანელ მოქანდაკეს მოსკოვში დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პუტინის გამოსახულებიანი კარნავალის ინსტალაციებისთვის
ტრამპი: დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, სანამ ძალიან გვიანი არაა
რუსული ნავთობკომპანიები ბალტიისპირეთის პორტების პარალიზების გამო წარმოების შესამცირებლად ემზადებიან
Batumelebi: რას წერს ე.წ. უდოს კომისია მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics